1 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავისუფლების მოედანზე 15 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი წეროვანში დააკავეს

ჩამოტვირთვა

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დაკავებულია. პოლიციის ცნობით, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წეროვანში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - წერია შსს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ამ დროისთვის დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მკურნალობს.

თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდი 19 დეკემბერს დაჭრეს. მას ცივი იარაღით გულმკერდის არეში 4 ჭრილობა მიაყენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით დაიწყო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები