0 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კამათი და დაპირისპირება პრემირსა და ბოკერიას შორის

პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლისთანდაკავშირებულ საკითხს კამათი მოჰყვა.

„რას გვთავაზობთ, როგორ უნდა დავაპატიმროთ ოთხოზორიას მკვლელი. იქნებ, გქონდეთ საინტერესო რეცეპტები მის დასაკავებლად აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მან პირველმა მიმართა დე ფაქტო ხელისუფლებას ამ საკითხზე, თუმცა მკვლელობაში ბრალდებული შინაპატიმრობიდანაც გაუშვეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პრემიერს უსაყვედურა, რომ ოთხოზორიას საკითხზე მთავრობას წერილები არ აქვს გაგზავნილი ევროპარლამენტში. თუმცა, როგორც პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნეს, წერილები არსებობს და ისინი საჯაროა.

„ეს არის სპეკულაცია თქვენი მხრიდან, ფორმატი არ ყოფილა, სადაც არ ყოფილიყოს ეს საკითხი დასმული. არცერთი სიტყვა არ არის მიწერილი დაუსაბუთებელი, სადაც მივიდა წერილები. ამ საკითხს რაც შეეხება, უამრავი საერთაშორისო ფორმატია და მოგანიჭებთ მაგ სიამოვნებას, გამოგიგზავნით ინფორმაციას. რაც შეეხება თქვენი თანაპარტიელების ანტისახელმწიფოებრივ მიმოწერას, ამ წერილებს გვაჩვენებენ ხოლმე ჩვენ ევროპარლამენტარები და სამარცხვინო არის, პირდაპირ გეუბნებით. რასაც თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებთ, ეს არის სამარცხვინო“, – განაცხადა პრემიერმა ბოკერიასთან და კანდელაკთან საუბრისას.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია რესურსს ტყუილად ხარჯავს.

„კანდელაკი რაზე ხარჯავს თქვენს რესურსს ამაზე ილაპარაკეთ. რა მიგაჩნიათ სწორად, რომ ქვეყანაში რუსები არიან ხელისუფლებაში? ამას წერს კანდელაკი ევროპარლამენტარებს. მთელ მსოფლიოს გინდათ დააჯეროთ და ვეღარ გაგივიდათ ეგ, იმიტომ, რომ გატეხა სიმართლემ ის ფარდა, რომელიც თქვენ გქონდათ ჩამოშვებული, რომ საქართველოში მოვიდა პრორუსული ხელისუფლება. ეს აღარ გაქვთ სალაპარაკო და რაღაცებს ცდილობთ. რებრენდინგი რომ გაიარეთ, ბატონო გიგა, თუ გგონიათ, თქვენი რებრენდინგი საქართველოში ვინმემ დაიჯერა, ძალიან ცდებით“, – მიმართა პრემიერმა გიგა ბოკერიას.

სხდომისას დაწყებული კამათი მისი დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...