0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ანატოლიის ცეცხლმა“ ბრინტნი სპირსი აღაფრთოვანა, რომელმაც მას არაამქვეყნიური შოუ უწოდა

კომპანია „SA Organization“-ის ორგანიზებით ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფის “ანატოლიის ცეცხლის” საქართველოში საგასტროლო ტურნე ბათუმით დაიწყო და გუშინ 13 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების  ცენტრში პირველი კონცერტი გამართა. ბათუმელებს ლეგენდალური მოცეკვავები  ცეცხლოვანი შოუს დღესაც წარუდგენენ.

„ანატოლიის ცეცხლი“ ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.  

ამ ჯგუფის ცეკვა აღაფრთოვანებს ყველას. მათ უსაზღვრო ენერგიის წყაროს მიაგნეს და მაყურებელსაც  გადმოგვცემენ ამ ენერგიას. ერთ-ერთ ცნობილ და პრესტიჟულ გერმანულ სატელევიზიო არხზე გაუშვეს ანატოლიის ცეცხლის შოუ, სადაც ერთ-ერთ სტუმარად მიწვეული იყო ბრიტნი სპირსი, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა: „ეს დიდებული შოუა. მთელი ძალითაც რომ ეცადო, ფეხზე არ წამოდგე და ტაში არ დაუკრა ამ არნახულ სანახაობას, ვერ შეძლებ. ეს არაამქვეყნიურია”. პროგრამის ადგილობრივი წამყვანის კომენტარი კი შემდეგნაირი იყო : „თქვენ ხართ ათჯერ უფრო უკეთესები ვიდრე ბროდვეის რივერ დენსი“.

ლეგენდალური ჯგუფი 16-17 დეკემბერს თბილისს ეწვევა და კონცერტები  თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ჯგუფის საგასტროლო ტურნე საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით ეწყობა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს ეძღვნება. ანსამბლი წარმოადგენს შოუს: "ანატოლიის ცეცხლი" — თურქეთის ხალხთა ცეკვა, „ტროა" — ცეკვის ენის საშუალებით გადმოცემული ჰომეროსის უკვდავი პოემა და "აღმოსავლეთის კარიბჭე" — ცეკვაში ასახული ერზურუმის ისტორია. შოუებში წარმოდგენილი იქნება სოლო ნომრები, მასობრივი დრამატული სცენები, „გაცოცხლებული " დეკორაციები, ძველი ლეგენდების დეკლამაცია და ა.შ.

გაეცანით ისტორიას, უყურეთ პროფესინალურ თეატრალურ დადგმას, და ამასთანავე დატკბით ცეკვით, რომელსაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ქმნიან. ერთადერთი, რაზეც შოუს განმავლობაში იოცნებებთ ეს არის, რომ  არასოდეს დასრულდეს.

„ანატოლიის ცეცხლი“ 1999 წელს შეიქმნა და მათ უწოდებნენ „ცეკვის სულთანებს“, 750 აპლიკატიდან შეირჩა 90 მოცეკვავე. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ისინი გვთავაზობენ არამხოლოდ ფოლკლორულ, არამედ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვებს. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.


 https://biletebi.ge/fire-of-anatolia/anatoliis-tsetskhli-fire-of-anatolia


https://tkt.ge/ka/event/anatoliis-ceckhli-91247

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...