მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატრაში დაკითხვაზეა დაბარებული
2017-12-12 18:10:15
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში, 18 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული. უწყება პროკურატურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში, რომლის წარმოება 2017 წლის 4 დეკემბერს დაიწყო.
გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის საქმის 4 მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს და ასევე 110-ე მუხლით, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის ძალისმიერი მეთოდებით დამხობასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებას ითვალისწინებს.
კომენტარები