1 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამოთხრილი ორმოები, ქვები და ხრეში - ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში გადაადგილება შეუძლებელია

ჩამოტვირთვა

ვარკეთილში მდებარე სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლები უგზოობას უჩივიან. ამოთხრილი ორმოები, ქვები და ხრეში -  განსაკუთრებით შეუძლებელი ხდება გადაადგილება ცუდ ამინდში, როდესაც წვიმა გადათხრილ მიწას კიდევ უფრო აზიანებს. 

ვარკეთილის  სამხედრო დასახლებაში ბინების გაცემა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ ეტაპზეც გრძელდება. თუმცა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფარის დაგება არცერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა. 

 წლებია თბილისში, 21-ე საუკუნეში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები ექმნება. 

აღნიშნული პრობლემის გამო ამ გზებზე შესვლა სამარშრუტო ტაქსებსაც კი არ სურთ. ბავშვებს, მშობლებს, მოსახლეობას ყოველ დღე სკოლებში, სამსახურებში თუ სხვაგან ფეხით, ტალახში და მტვერში გადაადგილება უწევთ. 

itv.ge დაუკავშირდა „ქართული ოცნების" სამგორის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი დოხტურიშვილს. ზემოთ აღნიშნულ თემაზე,  მან ასეთი პასუხი გაგვცა:

"ე.წ სამხედრო ქალაქში  პირველ რიგში არის მოსაწყობი საიაღვრე სისტემა, რის შემდეგაც მოხდება გზის მოასფალტება. ნამდვილად მტკივნეული საკითხია. ყველგან ვაფიქსირებ ამ პრობლემას.

ეს საკითხი არის აუცილებლად და დროულად გადასაჭრელი"
- აღნიშნა  დოხტურიშვილმა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი დოხტურიშვილის წინასაარჩევნო დაპირებების სიაში, ვარკეთილის  სამხედრო დასახლებაში გზის საფარის დაგებაც შედიოდა, თუმცა როდის დაიწყება საიაღვრე სისტემის გაყვანა და გზის მოასფალტების სამუშაოები, დეპუტატი კონკრეტულ თარიღზე ვერ საუბრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები