2 2 : 0 1
 | 

მსოფლიო

გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი და ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მართავენ სამუშაო შეხვედრას აჭარის რეგიონში, თემაზე- კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით.

ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ დაფინანსებული "ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით" პროექტის  ფარგლებში  ASB  მართავს სამუშაო შეხვედრას,  ორგანიზაცია ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების ბენეფიციარებისათვის ხულოს, შუახევის და ქედისა მუნიციპალიტეტებში თემაზე: კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით.

მიმდინარე წლის  5, 6 და 7 დეკემბერს აჭარაში ხულოს, შუახევისა და ქედისა მუნიციპალიტეტების თემის წარმომადგენლებისათვის  ჩატარდება სამუშაო შეხვედრები, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

·         რატომ არის კატასტროფის რისკის შემცირება მნიშვნელოვანი შშმ პირებისათვის

·         სენდაის ჩარჩო ხელშეკრულება;

·         ვაშინგტონის ჯგუფის კითხვარი და პრაქტიკული სავარჯიშო

·         მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია და პრაქტიკული სავარჯიშო

·         ინკლუზიური კომპონენტის ინტეგრირება კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებში  თემის დონეზე

პროექტი მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით.
#ჩვენმზადვართ#WeAreReady #DRR #DIDRR #DropCoverHoldOn

1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობისECHO–ს პროგრამა(DIPECHO) წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობისმთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება. DIPECHO არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის რისკის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგის საშუალებით კატასტროფისადმი მზაობის გაძლიერებაში, ასევე ადრინდელი შეტყობინების სისტემების დანერგვაში და გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ რეაგირების დაგეგმვაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:49

    საფრანგეთში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა - ...

    საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა.Euronews-ის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა, 7 მძიმედ დაშავდა, 12-მა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.შემთხვევა ქალაქ პერპი...

  • 16:36

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა და ექიმების მორი...

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა - დიდ ბრიტანეთში გოგონა დაიბადა, რომელსაც გული და კუჭის ნაწილი  სხეულის გარეთ ჰქონდა განვითარებული. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილის გადარჩენა შეუძლებელი ...

  • 14:27

    ჯონ მაკკეინი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი...

      ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია.„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადის.როგორც ყოვ...

  • 17:27

    მანჰეტენზე აფეთქება მოხდა ...

    ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ავტოსადგურზე აფეთქება მოხდა  ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ადგილზე  2 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა...

  • 11:01

    მიხეილ სააკაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი...

      მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების ი...

  • 18:53

    ყველაზე მძიმეწონიანმა ქალბატონმა 400 კილოგრამი დაი...

       მირა როსალესი, რომელიც ნახევარ ტონას  იწონიდა, ყველაზე ჭარბწონიან ქალბატონად ითვლებოდა მანამ, სანამ 400 კილოგრამს დაიკლებდა.   ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც  მირ...

  • 17:21

    ახალშობილი "ქალთევზას სინდრომით" დაიბადა და 4 საათ...

    "ქალთევზას სინდრომის"  შემთხვევა ინდოეთში - ქალაქ კოლკატაში, ბავშვი ერთმანეთს შეზრდილი ფეხებით დაიბადა. იგი ბუნებრივი მშობიარობით გაჩნდა. ახალშობილს მენჯის ძვლები და ფეხები განუვითარებელი ჰქ...