2 2 : 0 1
 | 

მსოფლიო

შსს - ,,გუმათჰესის" ტერიტორიაზე ხანძარი აფეთქების შემდეგ გაჩნდა

გუმათჰესის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული.
პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. 

ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი გუმათჰესი 2-ის მიმდებარე პერიმეტრს იცავენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო."-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:49

    საფრანგეთში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა - ...

    საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა.Euronews-ის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა, 7 მძიმედ დაშავდა, 12-მა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.შემთხვევა ქალაქ პერპი...

  • 16:36

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა და ექიმების მორი...

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა - დიდ ბრიტანეთში გოგონა დაიბადა, რომელსაც გული და კუჭის ნაწილი  სხეულის გარეთ ჰქონდა განვითარებული. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილის გადარჩენა შეუძლებელი ...

  • 14:27

    ჯონ მაკკეინი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი...

      ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია.„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადის.როგორც ყოვ...

  • 17:27

    მანჰეტენზე აფეთქება მოხდა ...

    ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ავტოსადგურზე აფეთქება მოხდა  ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ადგილზე  2 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა...

  • 11:01

    მიხეილ სააკაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი...

      მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების ი...

  • 18:53

    ყველაზე მძიმეწონიანმა ქალბატონმა 400 კილოგრამი დაი...

       მირა როსალესი, რომელიც ნახევარ ტონას  იწონიდა, ყველაზე ჭარბწონიან ქალბატონად ითვლებოდა მანამ, სანამ 400 კილოგრამს დაიკლებდა.   ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც  მირ...

  • 17:21

    ახალშობილი "ქალთევზას სინდრომით" დაიბადა და 4 საათ...

    "ქალთევზას სინდრომის"  შემთხვევა ინდოეთში - ქალაქ კოლკატაში, ბავშვი ერთმანეთს შეზრდილი ფეხებით დაიბადა. იგი ბუნებრივი მშობიარობით გაჩნდა. ახალშობილს მენჯის ძვლები და ფეხები განუვითარებელი ჰქ...