1 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვის ოფისები - სფეროს ლიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ უკვე საქართველოშია

სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ უკვე საქართველოშია, და  მომხმარებელს  თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული) მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ  და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს. 

„რეგუსში“ ყველა ბიზნესის საჭიროებაა გათავლისწინებული. ახლადგარემონტებული და მოწყობილი A კლასის ოფისები, გადახდის მოქნილი და მარტივი პირობები, თანამედროვე  IT ინფრასტრუქტურა, შეხვედრების ოთახები, საერთო სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციის მომსახურება, წვდომა რეგუსის 3000 ფილიალზე მსოფლიოს მასშტაბით, ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია,  რაც მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია. 

„რეგუსის“ სერვის  ცენტრი  პრესტიჟული  სასტუმროების, კაფეების, რესტორნების და მაღაზიების სიახლოვეს მდებარეობს და მასში იდეალური გარემოა შექმნილი საქმიანი ადამიანებისთვის. ის მარტივად მისადგომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულებისთვის. 

 „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გლობალური ქსელი ფართოვდება და ახალი სერვის ცენტრი  საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც გაიხსა, სადაც ბიზნეს კომპანიები და საქმიანი ადამიანები შეძლებენ ისარგებლონ იმ სერვისებით, რომლებსაც მათ „რეგუსი“ სთავაზობთ.  ნებისმიერი საქმიანობისათვის საჭიროა იდეალური გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით. „რეგუსი“ ზრუნავს რათა მათი სამუშაო სივრცე კიდევ უფრო კომფროტული გახადოს,  დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად, თქვენ აკეთეთ ის რაც თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელია, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ოფისის კომფორტს.“ - თბილისში შემოსვლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე  საუბრობს „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე. 

რეგუსის ცენტრი წარმოადგენს იდეალურ ლოკაციას მობილური და საქმიანი ადამიანებისათვის, რომლებიც სამუშაო დროს შეხვედრიდან შეხვედრაზე დადიან. ის ასევე იდეალურია თბილისში საქმიანი ვიზიტით მყოფი ადამიანებისათვის. ცენტრი სრულად აკმაყოფილებს სერვის ოფისის საჭიროებებს, რომელიც საუკეთესო  გამოსავალია უცხოელი ბიზნეს ვიზიტორებისთვისაც, რომელთაც სურთ  ქართულ ბაზარზე საქმიანობა, დამატებითი, ადმინისტრაციული პროცედურების და ინვესტიციების გარეშე, ერთი მარტივი ფასით და გადახდის მქონილი პირობებით. 

 „საქართველოს ეკონომიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად ვითარდება. შეიცვალა ბიზნეს გარემო და საქართველო გახდა კიდევ უფრო კომფორტული ადგილობრივი და უცხოელი საქმიანი ადამიანებისა და ინვესტორებისთვის.  „რეგუსი“, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 1000-ზე მეტ ქალაქში, უკვე თბილისშია, თანამდეროვე და ლამაზი  სერვის ცენტრით და გთავაზობთ  კომფორტულ და იდეალურ სამუშაო გარემოს. რეგუსს დიდი  გამოცდილება  მომხმარებლებისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზების კუთხით. უკვე 30 წელზე მეტი, ჩვენ გვენდობიან მრავალმილიონიანი კორპორაციები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი კონსულტანტები და ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი,   მსოფლიოს მასშტაბით.“ - აღნიშნავს „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე. 

„რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...