0 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით უსუფაშვილი: სამთავრობო ცვლილებებით ე.წ. ოდეერების სისტემა აღდგება

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სტუქტურული ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინებელი ყველა სახელმწიფო სტრუქტურის გაუქმება.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია არა მხოლოდ დაზვერვის სამსახურის გაუქმება და დაზვერვის ფუნქციის სუსისთვის გადაცემა, არამედ საგარეო დაზვერვისთვის ფუნქციის შეცვლაც და ე.წ. ოდეერების სისტემის სრულმასშტაბიანი აღდგენა.

უსუფაშვილის თქმით კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები არც ექსპერტებთან და არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან არ ყოფილა. 

მთავრობაში დაგეგმილ სტუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. სწორედ ამ დოკუმენტის განხილვას იწყებს პარლამენტი დღეიდან. 

სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარე ცვლილება, სავარაუდოდ, 112 კანონში შევა.

ამასთან, დეპუტატებმა ჯერ არ იციან როგორ გამოიხატება ციფრებში მთავრობის მიერ დაგეგმილი ოპტიმიზაცია. სწორედ ამიტომ, კვლავ ძალაში რჩება შეკითხვები, რომელიც დეპუტატებს, განსაკუთრებით კი, ოპოზოციონერ დეპუტატებს,   რეორგანიზაციის ფინანსურ მხარესთან აქვთ.

პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს გამოაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...