0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქეთევან ფერაძის პროექტი - TERRA MATER თიბისი არტ გალერეაში

თიბისი არტ გალერეაში ქეთევან ფერაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - TERRA MATER (დედამიწა) გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ 2016-2017 წლებში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის  23 სურათი, ობიექტი და ინსტალაცია.

პროექტი ერთგვარი მოწოდებაა კაცობრიობისთვის, რომ გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ დედამიწას. ქეთევეან ფერაძე ნამუშევრების შესაქმნელად სხვადასხვა მასალას იყენებს, მათ შორის: ხეს, მინას, რკინას, ვერცხლს, ბრინჯაოს, სპილენძისა და ალუმინის ფხვნილებს. ასევე, ნატურალურ პიგმენტებს - ფირუზს, მალაქიტს;  განგის, წითელი ზღვის, ურეკის და ზანზიბარის ქვიშას. ”ჩვენი დედამიწა, TERRA MATER  - ერთადერთი ცოცხალი და მგრძნობიარე ორგანიზმია ამ უკიდეგანო სამყაროში... ჩემი ახალი პროექტი TERRA MATER - სივრცობრივი კომპოზიციაა, სადაც შეგნებულად გამოვიყენე მიწის გულიდან ამოღებული სიმდიდრე და კიდევ ერთხელ ვთქვი: გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ დედას...”,  -ქეთევან ფერაძე.             
                                                                                                                      
ქეთევან ფერაძის ნამუშევრების უმრავლესობა შესრულებულია ქსოვილებზე, ასევე გრაფიკაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში როგორც თბილისში, ისე ჰელსინკში, გიოტებორგსა და მოსკოვში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. პროექტს TERRA MATER თიბისი არტ გალერეა 2018 წლის 21 იანვრამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...