1 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვენდიმ“ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს უმასპინძლა

„ვენდიმ“ 2017 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ მონაწილეებს 26 მაისის მოედნის რესტორანში უმასპინძლა და ქართველი კონკურსანტის გრიგოლ ყიფშიძის მხარდამჭერი ღონისძიება გამართა. 

„ევროვიზიის“ მონაწილეების  რვა ქვეყნის დელეგაცია საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, ბელორუსიის, კვიპროსის და მაკედონიის ჩათვლით გულშემატკივრებს შეხვდა და სახალისო გარემოში წინასაკონცერტო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლა. კონკურსანტებს და მათ მხარდამჭერებს „ვენდიმ“ განსაკუთრებული გარემო  ზალიკო სულაკაურის კარიკატურების ჩუქებით, ილუზიონისტების შოუთი, გრანდიოზული ტორტით, სასიამოვნო მუსიკითა და კარაოკეთი შეუქმნა. დამატებით, „ევროვიზიის“ მონაწილეებს „ვენდისგან“ ბრენდირებული საჩუქრები ერგოთ.

საბავშვო „ევროვიზიის“ გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა.

კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით, შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს. „ევროვიზიის“ ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, „ვენედი“ ერთგულ მომხმარებელს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ქართველ კონკურსანტს. 

საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული და კონკურსში ინტეგრირებული იქნება მინი-ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ, რომლებიც სპეციალურად დამზადდა „ევროვიზიისთვის“ და, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...