0 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საბერძნეთის პეტროლიუმი" „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს

“საბერძნეთის პეტროლიუმის” პრეზიდენტი და და აღმასრულებელი დირექტორი გრიგორის სტერგიოულისი და “საბერძნეთის პეტროლიუმის” შვილობილი კომპანიის “ეკოს” დირექტორთა საბჭოს ორ წევრთან ერთად  საქართველოს ეწვია. “საბერძნეთის პეტროლიუმი” „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს და საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს განიხილავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საბერძნეთის პეტროლიუმის” დელეგაცია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს. მიხეილ ჯანელიძეს, პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა.

“საბერძნეთის პეტროლიუმის” დელეგაცია „ეკოს“ ახლადგახსნილ სადგურს ეწვია. შეგახსენებთ, რომ  “ვისოლ ჯგუფმა“ საბერძნეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში  ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ ჯგუფთან, „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. “ეკოს” პირველი ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში  მდებარეობს.  ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“  ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს  „საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სტუმრობს. „საბერძნეთის პეტროლიუმი“ არის არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული და ენერგეტიკული ჯგუფი. ჩვენ პაერტნიორობის გაღრმავების ვგეგმავთ და შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში",-აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძე.

„საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის გრიგორის სტერგიოულისის განცხადებით, მათ "ვისოლ ჯგუფის" სახით საუკეთესო პარტნიორი ჰყავთ. ამასთან, გრიგორის სტერგიოულისის თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ: "ეს კვირა ჩემთვის სიურპრიზებით არის სავსე. პირველი სიურპრიზი იყო, საქართველოს მეგობრული დამოკიდებულება. თავს ვგრძნობ ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში და სახლში. მეორე სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" სახით და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, მესამე დიდი სიურპრიზი - ქვეყანა არის შესაძლებლობებით სავსე. მე დავავალებ ჩვენს ჯგუფს საბერძნეთში, გადახედონ სამომავლო გეგმებს და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება მოხდეს, რის შედეგადაც ამ ქვეყნის მოსახლეობას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, "ჰელენიკ პეტროლიუმი" არის ყველაზე დიდი ენერგეტიკული და ინდუსტრიული ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს გააჩნია ძალიან დინამიური ბაზარი, ამიტომ იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება",-განაცხადა საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გრიგორის სტერგიოულისმა.

"ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ბიზნესსაც ავითარებს.  "ვისოლ ჯგუფი" ასევე ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2010 წელს ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულში შევიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...