1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას უკრაინის პრეზიდენტის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა"

ჩამოტვირთვა

უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას პირადად უკრაინის პრეზიდენტის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა.

„ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი წერს, რომ ქართველები კიევიდან ოდესაში სამი ვერტმფრენით ჩაიყვანეს, ბორანზე კი, სპეცრაზმის 50 მებრძოლი ახლდათ თან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპერაციაში პეტრო პოროშენკოს დაცვის უფროსის მონაწილეობა უკანონო იყო.

"პოროშენკოს ეშინია პირადად ჩემი, იმიტომ, რომ ვერ გამომაცხადებს პუტინის აგენტად და მაქვს წარმატების ისტორია," - წერს უკრაინული ოპოზიციის ლიდერი.

მანამდე კი „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა ქართველების დეპორტირება საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციად შეაფასა, მისი განცხადებით, გვარები უკრაინულ მხარეს სუს-მა გადასცა.

“საქართველოს აღარ ჰყავს პატრონი და აღარ ჰყავს სახელმწიფო აპარატი. ეს ყველა გვარი გადაცემული არის კიევში თბილისიდან. ეს გვარები არის გადაცემული სუს-იდან. ეს ვიცი დანამდვილებით. ისეთი ხალხი ჩამოსვეს თვითმფრინავიდან აეროპორტში, რომელზეც ვერანაირად ვერ ეცოდინებოდა უკრაინულ მხარეს, რომ ისინი არიან ჩვენთან კონტაქტში. ეს იცის მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურებმა, უკრაინის სპეცსამსახურებს ეს ინფორმაცია არ აქვთ.

"ჩავიდა ზაფხულში პოროშენკო, მოელაპარაკა ივანიშვილს ჩემს წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე, შეთანხმდნენ - მოილაპარაკეს, ამის შემდეგ ჩამომართვეს მოქალაქეობა, ამის შემდეგ ერთობლივად მოქმედებდნენ საზღვრის გადალახვამდე, ახლა მინიმუმ დისკომფორტი უნდა შემიქმნან, რომ ქართულ გარემოსთან მაინც არ მქონდეს შეხება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები