მსოფლიო
"პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯების ციფრები სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც"
2017-11-16 18:45:48
წარმოდგენილი ხარჯები და ციფრები არის გაწეული სახელმწიფო დაცვის სამსახურის და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, შესაბამისად, ეს ციფრები იყო სრულიად სიურპრიზი ჩვენთვის, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სასახლის ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას
“ისევე, როგორც თითოეულ თქვენგანს და საზოგადოებას, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს თითოეული თეთრის ეფექტიანობა, რომელიც დაცვის სამსახურის მიერ არის გაწეული",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირება 2 წლის განმავლობაში (2015-2016 წლებში) 4 541 589 ლარი დაჯდა, საიდანაც ყველაზე მეტი კომუნალური ხარჯია, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა.
კომენტარები