1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 თვის ბავშვი 28 კილოგრამს იწონის

ჩამოტვირთვა

პატარა ლუის მანუელი მექსიკაში ცხორობს, ის  მხოლოდ 10 თვის არის და უკვე 28 კილოგრამს იწონის.  ექიმები ამ დრომდე ცდილობენ გაარკვიონ მიზეზი, თუ რატომ არის ლუისი 3-ჯერ უფრო დიდი წონის თავის თანატოლებთან შედარებით.

პატარა ბიჭუნას მშობლები ძალიან განიცდიან ამ ფაქტს. " 4 თვის როცა იყო 15-18 კილოგრამს იწონიდა, ახლა კი 10 თვის არის და უკვე 28 კგ-ს იწონის"- ამბობს ლუისის დედა.

ვარაუდობენ, რომ ის პრადერ–ვილის სინდრომითაა დაავადებული. 

პრადერ–ვილის სინდრომით დაავადებულები ხშირად იკვებებიან, რადგან დანაყრებას ვერ გრძნობენ. ხშირად, რთულდება წონის კონტროლი. პრადერ–ვილის სინდრომის მრავალი გართულება სწორედ ჭარბ წონას უკავშირდება. 

პრადერ–ვილის სინდრომი არის მემკვიდრული დაავადება: ხასიათდება გასუქებით, გონებრივი განვითარების შეჩერებით და ძალზე მცირე ზომის სასქესო ორგანოებით. ამ სინდრომით დაავადებულებს ხშირად უვითარდებათ შაქრიანი დიაბეტი.

ოჯახი ამ დრომდე ელოდება სამედიცინო დასკვნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები