2 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,პირბადის გარეშე გავლა შეუძლებელია"- კახა კალაძე გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა.

კახა კალაძე დღეს გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში იმყოფებოდა.

როგორც  კალაძემ აღნიშნა, მიწისქვეშა გადასასვლელები კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

“ვთხოვ “თბილსერვისის” ხელმღვანელს, დღესვე დაიწყოს სამუშაოების შესრულება, მორეცხვა, ელექტრო გაყვანილობა და განათება, აქ არაფერი არ არსებობს.სხვათაშორის იყო განათება, თუმცა მოგლეჯილი დაზიანებული და გაუბედურებულია. ყველაფერი, რაც შეიძლება მწყობრში უნდა მოვიყვანოთ და ადამიანებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, როდესაც ისარგებლებენ გადასასვლელით, ელემენტარული სისუფთავე იყოს და კომფორტულად შეეძლოთ გადაადგილება. ასევე მინდა, გთხოვოთ, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც არის გასხვისებული და იჯარით გაცემული, ერთიანი სტანდარტი იქნეს შემუშავებული, სრული სურათი წარმოადგინოთ 10 დღის განმავლობაში. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ კეთილი უნდა ინებოს და არსებული მდგომარეობა ერთიან სტანდარტში მოიყვანოს. ჩვენ შევიმუშავებთ საკრებულოსთან ერთად, რომ ელემენტარული მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა იყოს ადამიანისთვის კომფორტული და არ იყოს ის სიტუაცია, რაც დღეს ვნახეთ. შეუძლებელია, პირბადის გარეშე გაიარო გადასასვლელი. ასევე მინდა მივმართო ახალგაზრდებსაც, მინდა, გამოვიყენო მათი ნიჭი, შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც გვირაბების მოხატვას ეხება. ერთადერთი, რაც ალამაზებს აქ არსებულ მდგომარეობას, ეს არის ამ ახალგაზრდების მიერ მოხატული კედლები, შესაბამისად მომდევნო დღეების  განმავლობაში, ახალგაზრდებს შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც უნდა განხორციელდეს მოხატვითი სამუშაოები”, –  განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...