0 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,კურსის ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე"

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ბრძოლის მთავარ მეთოდად ლარიზაციის პროგრამას ასახელებს. განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მას როგორც მთავრობის წევრს და როგორც რიგით მოქალაქეს, აწუხებს ვალუტის გაუფასურების პროცესი.

დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნა გაგრძელდება მანამ, სანამ მაღალი იქნება დოლარიზაციის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე.

ინტენსიური გაუფასურების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული.

„ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ მისი მსყიდველობით უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მაწუხებს როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლების ხელშესახები შემცირება შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. სწორედ ეს არის ამ პრობლემის მთავარი საფუძველი. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მინისტრს სთხოვა განმარტოს, როგორ არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როდესაც ვალუტა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

„თქვენ როდესაც გამოაცხადეთ ლარიზაციის პროგრამა 2.55 იყო ლარი და ახლა უფრო გაუფასურებულია, ვიდრე მაშინ, როდესაც დაიწყეთ ლარიზაციის პროგრამა. რანაირად არის წარმატებული, როდესაც უარესობისაკენ მიდის საქმე,” - მიმართა კახიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე დაინტერესდა, იღებს თუ არა ფინანსთა მინისტრი პასუხისმგებლობას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე.

„თქვენ გაეცით 500 მილიონი ლარის ოდენობის სესხი 5 ივლისიდან მოყოლებული დღემდე კომერციულ ბანკებზე. რა უჭირთ ასეთ კომერციულ ბანკებს, რომ თქვენ არ გაიღოთ მოწყალება და მათ არ წაეშველოთ საკრედიტო რესურსების ფორმირების პროცესში,“ - განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...