1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს უმაღლეს ათეულში მოექცა"

ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს უმაღლეს ათეულში მოექცა, ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა, ყველას მივულოცო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვან დაწინაურებას - 7 ადგილით, მე-16-დან მე-9 ადგილზე გადანაცვლებას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წარმატებასთან ერთად, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი, მიზანმიმართული მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის, ახალი წარმოებების შექმნისა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ბანკის, არამედ სხვა ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მოკლედ ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ ეკონომიკურ ტენდენციას განაპირობებს. მათ შორისაა, ექსპორტის ზრდა 28.5%-ით; ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც შარშანდელ წლიურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა და საქართველოში 6 მილიონ-ნახევრამდე ტურისტი შემოვიდა; გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა.

„ყველა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4,7%-ს. არის მართლაც ძალიან ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებში, ახალ სამუშაო ადგილებში. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ აისახება, მაგრამ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ტენდენცია, არის ძალიან ჯანსაღი და არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. დაგეგმილია უამრავი პროექტი, რომელიც წელს ხორციელდება. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს; მომავალ წელს, შარშანდელთან შედარებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა თითქმის გაორმაგდება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა აისახება, კერძო სექტორზე, მეწარმეობაზე, ახალ საწარმოებზე, ადგილობრივ წარმოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...