0 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეორე წელია გრძელდება პარტნიორობა “Welcome to Georgia!“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებასა და საქართველოს ბანკს შორის

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ, რუსთაველის თეატრში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ტრადიციულად, 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამოავლენს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წლის საუკეთესო კომპანიებს.

საქართველოს ბანკი მეორე წელია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის მოტივირება იყო, რისთვისაც შეიქმნა ნომინაცია - „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“.  2016 წელს ტურიზმის ინდუსტრიის მცირე და საშუალო სეგმენტში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სტატუსი სასტუმრო „კონტინეტ კრონ პალას თბილის“-მა მიიღო. წელს კი ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 20 ნომინანტია რეგისტრირებულია, ტურიზმისა და მასპინძლობის სხვადასხვა სექტორიდან; როგორც გამოცდილი დWelcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ, რუსთაველის თეატრში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ტრადიციულად, 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამოავლენს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წლის საუკეთესო კომპანიებს.

საქართველოს ბანკი მეორე წელია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის მოტივირება იყო, რისთვისაც შეიქმნა ნომინაცია - „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“.  2016 წელს ტურიზმის ინდუსტრიის მცირე და საშუალო სეგმენტში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სტატუსი სასტუმრო „კონტინეტ კრონ პალას თბილის“-მა მიიღო. წელს კი ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 20 ნომინანტია რეგისტრირებულია, ტურიზმისა და მასპინძლობის სხვადასხვა სექტორიდან; როგორც გამოცდილი და ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანიები, ასევე სტარტაპები და ახალი კრეატიული პროექტები.

გარდა ზემოთ აღნიშნული ნომინაციისა, 2017 წლის დაჯილდოებისთვის, ბიზნესში ქალების როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია სპეციალურად ქალბატონებისთვის, რომლის მიზანიც ამ დარგში მომუშავე ქალების მოტივირება, მათი წარმატებული საქმიანობის აღიარება, დაფასება და წახალისებაა. ნომინაციამ „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“ დიდი ინტერესი გამოიწვია ქალბატონების მხრიდან, და ვინ მოიპოვებს ტურიზმის ინდუსტრიაში 2017 წლის საუკეთესო ქალი მეწარმის ჯილდოს 24 წარმატებულ ქალბატონს შორის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, დეკემბერში გახდება ცნობილი.

2017 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტში სულ მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის 270 წარმომადგენელი, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები, კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვები... თითოეული მათგანი ინდივიდუალურად შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა და პროფესიონალურმა ჟიურიმ. ამ ეტაპზე კი დაჯილდობის დამოუკიდებელი აუდიტორი ბიდიო საქართველო ახდენს ჟიურის შეფასების დათვლას თითოეული ნომინანტისთვის, რის შედეგადაც გამოავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში. Welcome to Georgia!  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქარველოში და იგი საუკეთესო საშუალებაა ერთად შეიკრიბოს სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რათა ერთად აღნიშნონ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიების ღირსეული წარმატება.

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია.ა ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანიები, ასევე სტარტაპები და ახალი კრეატიული პროექტები.

გარდა ზემოთ აღნიშნული ნომინაციისა, 2017 წლის დაჯილდოებისთვის, ბიზნესში ქალების როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია სპეციალურად ქალბატონებისთვის, რომლის მიზანიც ამ დარგში მომუშავე ქალების მოტივირება, მათი წარმატებული საქმიანობის აღიარება, დაფასება და წახალისებაა. ნომინაციამ „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“ დიდი ინტერესი გამოიწვია ქალბატონების მხრიდან, და ვინ მოიპოვებს ტურიზმის ინდუსტრიაში 2017 წლის საუკეთესო ქალი მეწარმის ჯილდოს 24 წარმატებულ ქალბატონს შორის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, დეკემბერში გახდება ცნობილი.

2017 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტში სულ მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის 270 წარმომადგენელი, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები, კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვები... თითოეული მათგანი ინდივიდუალურად შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა და პროფესიონალურმა ჟიურიმ. ამ ეტაპზე კი დაჯილდობის დამოუკიდებელი აუდიტორი ბიდიო საქართველო ახდენს ჟიურის შეფასების დათვლას თითოეული ნომინანტისთვის, რის შედეგადაც გამოავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში. Welcome to Georgia!  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქარველოში და იგი საუკეთესო საშუალებაა ერთად შეიკრიბოს სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რათა ერთად აღნიშნონ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიების ღირსეული წარმატება.

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...