1 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დანია ტაკარი: „ადრე თუ გვიან კიბერდარტყმისგან ყველა დაზარალდება, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ თავი არ უნდა დავიცვათ“

Trend Micro აგრძელებს საკუთარი ბიზნესის განვითარებას საქართველოში
კიბერუსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილებების შემუშავებაში მსოფლიოში ლიდერი კომპანია  „ტრენდ მიკროს“  ორგანიზებით, მასშტაბური კონფერენცია Security TRENDs გაიმართა, რომელიც საინფორმაციო უსაფრთოხების ტენდენციებსა და მასთან  დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა.  

კონფერენციას, რომლის მთავარ თემას „ინფორმაციული უსაფრთხოების ინდუსტრიის განვითარება და მისი შედეგები მსოფლიოში“  მონაწილეობდნენ  წამყვანი ქართული კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა სპეციალიზაციასაც  საინფორმაციო უსაფრთხოება, სისტემური ინტეგრაცია, პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო სისტემების შემუშავება წარმოადგენს, ასევე ქვეყნის წამყვანი დამკვეთების წარმომადგენლები, იმ კომპანიებისა, რომლებიც ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების, მრეწველობის და რითეილის, ფინანსების და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სფეროებში მუშაობენ.

Trend Micro აგრძელებს საკუთარი ბიზნესის განვითარებას საქართველოში, შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ სპიკერების საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა. Security TRENDs-ის სტუმრების წინაშე მთავარი მოხსენებით წარსდგა კომპანიის მმართველი დირექტორი წყნარი ოკეანის რეგიონსა და აზიის ქვეყნებში დანია ტაკარი.

  საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ასპექტებისთვის მიძღვნილი პრეზენტაციები წარმოადგინეს კომპანიის წამყვანმა სპეციალისტებმა, რომლებიც მუშაობენ უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და დსთ-ში. მათ შორის იყვნენ გერმან პოზანკოვი (ტრენდ მიკროს რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და მონღოლეთში) მიხაილ კონდრაშინი (ტრენდ მიკროს ტექნიკური დირექტორი საქართველოსა და მონღოლეთში) ნიკოლაი რომანოვი (ტრენდ მიკროს სისტემური არქიტექტორი საქართველოსა და მონღოლეთში).

ტრენდ მიკროს წარმომადგენლებმა  ისაუბრეს და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა შენი ციფრული ტრანსფორმაციის ინსპირირება - ინოვაციები კიბერდარტყმების წინააღმდეგ, რატომ უნდა ვენდოთ ლიდერებს? თანამედროვე საფრთხეების ლანდშაფტი, მიზანდასახული თავდასხმებისაგან თავის დაცვა დიდი საწარმოებისა და საჯარო სექტორისთვის, ნებისმიერი ზომის მაღალი ხარისხის დამცავი ქსელების შექმნა/აშენება, მონაცემთა  სიღრმისეული დაცვა და ა.შ.

დანია ტაკარი, „ტრენდ მიკროს“ მმართველი დირეტორი წყნარი ოკეანის რეგიონსა და აზიის ქვყენებში: „კიბერუსაფრთხოებას მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ორგანიზაციები დარწმუნებულები  უნდა იყვნენ, რომ  მათი უსაფრთხოება ამ მიმართულებით გარანტირებულია. კიბერშეტევების შემთხვევები საკმაოდ მძიმეა. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ყველა ტიპის კომპანიასთან. ასევე რეკომენდაციებს ვუწევთ სხვადასხვა  ქვეყნის ხელისუფლებას, მათ უნდა იცოცნენ რომ პირველ რიგში საჭიროა მომხმარებლების დაცვა,შემდეგ კი თვითონ მონაცემების. ეს არის მთავარი რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან”. 

- რა გამოცდილება მიიღო მსოფლიომ ცნობილ კიბერთავდასხმისგან სახელწოდებით, WannaCry?  - თითოეული პროგრამული უზრუნველყოფა ადამიანების მიერ არის შექმნილი. შესაბასად, ყოველთვის იარსებებს დაუცველობის საკითხი. თითოეული ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შესაბამისი მართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მათ უნდა შეიმუშავონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა „Vulnerability Shielding”, რაც კომპანიებს საფრთხეებისგან თავის არიდებაში ეხმარება.  მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კომპანიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, არის რამდენიმე დონიანი სტრატეგიის შემუშავება: სისუსტე, რომლითაც თავდამსხმელი სარგებლობს, ისეთი არხებიდან ჩნდება, როგორებიცაა ვები, ელექტრონული ფოსტა, USB და სხვ. თავდაცვის სისტემის არსებობის შემთხვევაში, სისტემა შემოსულ ვირუსს აღმოაჩენს და სისტემა იბლოკება. საოცარია ის ფაქტი, რომ დიდი რაოდენობით ორგანიზაციებს არცერთი დონის თავდაცვის სისტემა არ აღმოაჩნდათ. ასე რომ, კომპანიებმა უნდა იფიქრონ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათ ასეთი ტიპის თავდაცვისგან.

. - პრეზენტაციაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ „ადრე თუ გვიან, ყველა დაზარალდება.“ ფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ყველა დაუცველი და მოწყვლადია?- მართალია, ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან კიბერდარტყმისგან ყველა დაზარალდება - ასეთ სისტემაში ვცხოვრობთ. ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ თავი არ უნდა დავიცვათ, პირიქით, კომპანიები, რომლებიც კიბერუსაფრთხოებას სერიოზულად ეკიდებიან, თავდაცვისთვის ადეკვატურ ნაბიჯებსაც დგამენ - მუდმივად აუმჯობესებენ უსაფრთხოების სისტემას და ეფექტურად რეაგირებენ კიბერთავდასხმაზე. ასე რომ, ის ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან სწავლისა და განვითარებისთვის, ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან.


WannaCry-ის თავდასხმის დროს ჰაკერები ფულის გადარიცხვას ბიტკოინით ითხოვდნენ. როგორ მიგაჩნიათ, ბიტკოინი ფულის გაგზავნის უსაფრთხო გზაა თუ არალეგალური ტრანზაქციების ეფექტური ინსტრუმენტი?- ბიტკოინი კიბერკრიმინალებს საქმეს უმარტივებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ბიტკოინი არ იარსებებდა, ისინი ფულის გადარიცხვას სხვა ვალუტაში მოითხოვდნენ. ბიტკოინის არარსებობის პერიოდში, კრიმინალები კომპანიებისგან ფულს ხომ სხვა გზითაც მოიპოვებდნენ.

- რა არის ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერ-უსაფრთხოების განვითარების პროცესში?- ხელოვნური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ეს დიდი მეცნიერებაა. იგი თამაშობს ძალიან მნიშვენლოვან როლს ქსელის უსაფრთხოების ზონასთან მიმართებაში. ტრენდ მიკრომ  Machine Leaning-ის მიმართულებით ინვესტიცია განახორციელა, რამაც უსაფრთხების სისტემის დახვეწის საშუალება მოგვცა. თუმცა გვჯერა, რომ ეს საკმარისი არ არის - მას თან უნდა ახლდეს სხვა ტექნოლოგიები, რათა უსაფრთხოების სისტემა მხოლოდ ერთ მიდგომაზე არ იყოს დამოკიდებული. შედეგად, ჩვენ უძლიერეს უსაფრთოხოების სისტემას მივიღებთ.

- მეორე მხრივ, მიიჩნევთ თუ არა ხელოვნურ ინტელექტს (AI) საფრთხედ? სტივენ ჰოკინგმა განაცხადა, რომ AI-ის განვითარება კაცობრიობის დასასრულს მოიტანს, ელონ მასკმა კი აღნიშნა, რომ AI-ის განვითარებისთვის ბრძოლა III მსოფლიო ომის დაწყებას განაპირობებს. ეთანხმებით თუ არა აღნიშნულ მოსაზრებებს?- რეალობა ისაა, რომ ადამიანთა რასა არსებული შესაძლებლობებით ვითარდება. ციფრული ტრანსფორმაცია არსებული და მომავლის პროცესია. მათი უგულებელყოფის ნაცვლად, ვფიქრობ, უკეთესი არჩევანი მათი ეფექტური გზით გამოყენებაა.

- რას ურჩევდით სმარტფონების, ტაბლეტების, ლეპტოპებისა და სხვა მოწყობილობების მომხმარებლებს?- არ უნდა გადმოწერონ არასანდო აპლიკაციები. აღნიშნული საკითხის მიმართ ცნობიერება მათ თავიდან ბევრ პრობლემას აარიდებს. მომხმარებლები არ უნდა გადავიდნენ იმ ბმულებზე, რომლებსაც ელექტრონული ფოსტით სრულიად უცნობი ადამიანისგან იღებენ, არ უნდა გაუმხილონ თავისი პაროლი სხვას. ასევე, ონლაინ ბანკით სარგებლობისას სიფრთხილის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი საკითხების გათვალისწინება მათ ძალიან დაეხმარებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...