1 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სადაც "ლეიბორისტული პარტია" აირჩევა, არ წამოგვაჯდებიან თავზე ფულით გაყოყოჩებული სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები"

ჩამოტვირთვა

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა დედაქალაქის საკრებულოს სიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.  

პარტიის პირველი ნომერი მიხეილ ქუმსიშვილი, მეორე ნომერი კი ნათია შარაშენიძე იქნება. ნაძალადევის 19-ე ოლქში „ლეიბორისტულმა პარტიამ" ზაზა სიდამონიძე, გლდანის 24-ე მაჟორიტარულ ოლქში დალი ყარაულაშვილი, 25-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თამაზ ხუციშვილი, 23-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ ირემაშვილი, ხოლო 22-ე ოლქის მაჟორიტარი სულიკო პატურაშვილი წარადგინა.  

მთაწმინდის 21-ე ოლქში კი „ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი, მაია ხოფერია იქნება.

შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველს მიმართა და გამარჯვების შემთხვევაში  პრობლემების მოგვარების პირობა მისცა.

„ეს არის 21-ე საუკუნის არჩევანი, არჩევანის არჩევანი. ამ დღეს გადაწყდება ჩვენ ვიცხოვრებთ თავისუფალ საქართველოში, თუ ვიქნებით ოლიგარქთა, ქურდთა, ავაზაკთა მონები. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ არა ფულით, არამედ გულით მეგობრებო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მარტო ამ წუთიერად რას შევჭამთ იმაზე, არამედ მომავალზე, წარსულზე, შვილებზე, შვილიშვილებზე. „ლეიბორისტული“ პარტიის გუნდი მზად არის თქვენი ნდობის შესაბამისად სათავეში ჩაუდგეს ყველა იმ სტრუქტურას, სადაც მოგვცემთ მანდატს იმისათვის, რათა დაგიბრუნდეთწართმეული, წელში გაიმართოს ჩვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა, დამყარდეს სოციალური სამართლიანობა, დამთავრდეს ოლიგარქთა თარეში, 1 ლარად მიწის ნაკვეთების გადაცემა, პრემიები, ჯიპობანა, დაცვები, საშვები. ამას ყველაფერს ერთ გადაჭრით სამუდამოდ დავამთავრებთ.

„ყველგან სადაც ჩვენ მოვალთ, "ლეიბორისტული" პარტიის მერი და უმრავლესობა აირჩევა, აღარ იქნება პრობლემა რა ვჭამოთ, არ იქნება პრობლემა რით ვიმკურნალოთ, არ იქნება პრობლემა რით გადავიხადოთ სწავლის საფასური და არ იქნება პრობლემა თავზე წამოგვაჯდნენ ფულით გაყოყოჩებული სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები, სამუდამოდ დავამთავრებთ მათ ეპოქას,“-მიმართა ნათელაშვილმა ამომრჩეველს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები