2 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფელ ლაშეში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე გადაადგილება შეუძლებელია

ჩამოტვირთვა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე გადაადგილება კვლავ შეუძლებელია. მდინარე ჩხერიმელას ადიდების შედეგად, წყალმა სოფლის გზის ნაწილი წაიღო, რომელიც ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს. 

ამ გზაზე გადაადგილება გუშინ საღამოს შემდეგ შეუძლებელი გახდა. 

გამგებლის მოადგილის განცხადებით, უამინდობის გამო, რომელიც დღესაც გრძელდება, ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოების დაწყება. თუმცა, გზის მოპირდაპირე მხარეს მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გამოდარებისთანავე დაიწყება შესაბამისი სამუშაოების.

გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა შემოვლითი გზებით ცდილობს გადაადგილებას. თუმცა, კურიერის" გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, შემოვლითი გზები, რომელიც ხარაგაულს გარესამყაროსთან აკავშირებს, ძალიან ცუდუია, რის გამოც ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები