1 8 : 0 0
 | 

მსოფლიო

სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე - დაკავებულია 4 პირი

ჩამოტვირთვა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:49

    საფრანგეთში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა - ...

    საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა.Euronews-ის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა, 7 მძიმედ დაშავდა, 12-მა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.შემთხვევა ქალაქ პერპი...

  • 16:36

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა და ექიმების მორი...

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა - დიდ ბრიტანეთში გოგონა დაიბადა, რომელსაც გული და კუჭის ნაწილი  სხეულის გარეთ ჰქონდა განვითარებული. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილის გადარჩენა შეუძლებელი ...

  • 14:27

    ჯონ მაკკეინი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი...

      ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია.„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადის.როგორც ყოვ...

  • 17:27

    მანჰეტენზე აფეთქება მოხდა ...

    ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ავტოსადგურზე აფეთქება მოხდა  ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ადგილზე  2 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა...

  • 11:01

    მიხეილ სააკაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი...

      მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების ი...

  • 18:53

    ყველაზე მძიმეწონიანმა ქალბატონმა 400 კილოგრამი დაი...

       მირა როსალესი, რომელიც ნახევარ ტონას  იწონიდა, ყველაზე ჭარბწონიან ქალბატონად ითვლებოდა მანამ, სანამ 400 კილოგრამს დაიკლებდა.   ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც  მირ...

  • 17:21

    ახალშობილი "ქალთევზას სინდრომით" დაიბადა და 4 საათ...

    "ქალთევზას სინდრომის"  შემთხვევა ინდოეთში - ქალაქ კოლკატაში, ბავშვი ერთმანეთს შეზრდილი ფეხებით დაიბადა. იგი ბუნებრივი მშობიარობით გაჩნდა. ახალშობილს მენჯის ძვლები და ფეხები განუვითარებელი ჰქ...