1 9 : 3 0
 | 

მსოფლიო

,,რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება"

ჩამოტვირთვა

დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პრემიერმა რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხდება განგრძობითი მილიტარიზაცია.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება უკანონო რეფერენდუმებზე, სამხედრო წვრთნებზე, მავთულხლართების გაბმასა და ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვაზე გაამახვილა.

„დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა, რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში. ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებითთუ სხვადასხვა პროგრამებით.

„განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით, მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში.

"მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე მავთულხლართები და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე,“-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები