1 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურიდან გამოსული მიხეილ რამიშვილი კომენტარს აკეთებს

ჩამოტვირთვა

„კითხვების არეალი არის შემდეგი, რომ ვის შეეძლო ეს ინფორმაცია მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამის წყარო,“-ეს განცხადება დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენების მედიასაშუალებით გავრცელების შემდეგ, გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

ქალაქის პროკურატურაში დაბარებულმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მიხეილ რამიშვილი, საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ის პროკურატურას არ ენდობა. ადვოკატი აცხადებს, რომ ის მზად არის ჩვენება მისცეს საქმესთან დაკავშირებით, თუმცა არა საგამოძიებო უწყებაში, არამედ სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით.

„კითხვები ეხებოდა შემდეგს, თუ რამდენად მქონდა შეხება გასაჯაროებულ ინფორმაციასთან ანუ, ჩვენებებთან. მე შესაბამისად, ძალიან კონკრეტულად და მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურატურამ გამოძიება „შაბათის კურიერში" გასული იმ რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენებას ეხებოდა. პროკურატურა, სავარაუდოდ იკვლევს, თუ საიდან მოხვდა ჟურნალისტების ხელში მასალა.

უფლებადამცველი თქმით, კითხვები ძირითად უკავშირდება იმას, თუ ვის შეეძლო მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამის წყარო.

„კითხვების არეალი არის შემდეგი, რომ ვის შეეძლო ეს ინფორმაცია მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამის წყარო,“ - აცხადებს რამიშვილი.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დაიკითხება ყველა პირი, მათ შორის პროკურორები, ასევე ჟურნალისტები. ადვოკატი ვარაუდობს, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში დაიკითხებიან  საპატრიარქოს წარმომადგენლებიც.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები