1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კობა დავითაშვილი ჩვენების მიცემისას შეუძლოდ გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩვენების მიცემისას კობა დავითაშვილი შეუძლოდ გახდა. დავითაშვილმა მისი ცემის ფაქტის გახსენებისას, ჩვენების მიცემის დროს ცრემლი ვერ შეიკავა.

„7 ნოემბერს, როდესაც დაგვარბიეს, ხალხი ისევ შეიკრიბა. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქცია ხელმეორედ დაარბიეს. ამ დროს, აპარატურას ჩემი პარტია კურირებდა. გაზი რომ გაუშვეს, სამთავრობო დაცვასთან ერთად, პარლამენტში შევედით. სულ 100 ადამიანი ვიყავით, რომ გაზისგან გადაგვერჩინა თავი. ავედით მესამე სართულზე. იქ იყო ჩართვები ტელევიზიების. მე ჩავერთე ყველგან პირდაპირ ეთერში შევაფასე, რომ მიხეილ სააკაშვილმა 9 აპრილი მოუწყო ხალხს. მისი შერაცხადობა ეჭვქვეშ დავაყენე. ამ დროს, ნინო ბურჯანაძე კაბინეტიდან გამოვიდა. მივედი მასთან და დიალოგი შევთავაზე. თანხმობა განაცხადა. მითხრა, ეს ხალხი გაიყვანეთ, დაბრუნდით და გავმართოთ დიალოგი. სააკაშვილმა, რომელიც პირდაპირ ეთერში უყურებდა ამ ყველაფერს, ჩათვალა რომ ბურჯანაძესთან ფარული გარიგება გვქონდა. მე არ მიმაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი ვიყავი. ჩემზე თავდასხმა მოაწყვეს, რომ აღარ დავბრუნებულიყავი. წავედი აპარატურის შესაძენად, რადგან დაგვიმტვრიეს“, - განაცხდა დავითაშვილმა. 

მისი თქმით, ელიავას ბაზრობაზე გენერატორის საყიდლად წავიდა, რა დროსაც მაღაზიაში ათამდე ნახევრად სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი შევარდა და ხელკეტებით ცემა დაუწყო. 

„დაუფარავი სახით სასტიკად მცემდნენ, გონებაც კი დავკარგე. იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია. ბაზრობის მუშაკებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და თავდამსხმელებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს თავისი მძღოლით. მასში ჩამსვეს და გააგრძელეს ჩემი ცემა. ჯერ გლდანის ციხეში მივყავდი, მერე ვიღაცამ დავალება მისცა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამიყვანეს. რეანიმაციაში მომათავსეს, მაგრამ არ იყო საჭირო ჩემი იქ მოთავსება. იქ ჩემი ბიძაშვილი მუშაობს, მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდა და ტელეფონი მათხოვა. დავურეკე ბურჯანაძეს და ვუთხარი, რა დღეშიც ვიყავი“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა. 

კობა დავითაშვილმა ჩვენების მიცემა დროებით შეწყვიტა, თუმცა საქალაქო სასამართლოში შესვენება არ გამოუცხადებიათ.

„მეორე დილით, მიხვდნენ, რომ ჩემი გარდაცვალება არ მოუტანდათ სარგებელს და გამათავისუფლეს სამხედრო ჰოსპიტალიდან“, - განაცხდა კობა დავითაშვილმა. 

მისივე თქმით, პოსტტრავმული სიმპტომები აქვს. 

„ფეხებში გრძნობა დაკარგული მაქვს. სავარაუდოდ, ეს ნერვიულობამ გამოიწვია. ასევე, ხერხემლის მალების ანთება მაქვს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ეტლით მიიყვანეს. დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია.


http://1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...