1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მითი, საქართველოში გასხვავებული შეხედულების პარტიების შეუთანხმებლობასთან დაკავშირებით, დამსხვრეულია"

ჩამოტვირთვა

გიორგი მარგველაშვილი - მითი, საქართველოში განსხვავებული შეხედულების პარტიების შეუთანხმებლობასთან დაკავშირებით, დამსხვრეულია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეთანხმებული ვარიანტი გააცნო, რომელიც დღეს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და გასაჯაროვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, დოკუმენტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი ძალა ოპოზიციის მაგალითს მიბაძავს, საერთო თანხმობის დოკუმენტის შესამუშავებლად დათმობაზე წავა, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის საბოლოო კონსენსუსი შედგეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტის ამოსავალი "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელშიც ოპოზიციასთან შეთანხმებით ცვლილებები შეეხო -პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების სამართლიანი წესით განაწილების) დაუყოვნებლივ შემოღების საკითხს, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას, ბარიერის 3%-მდე დაწევას, საარჩევნო ბლოკებისა და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნების საკითხს, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზების, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსულტაციო პროცესის შედეგად დაიდო თანხმობის დოკუმენტი, რომელიც თავის თავში მოიცავს, კონსტიტუციური მოწყობის როგორც "ქართული ოცნების" ხედვას, ასევე გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრის ხედვებსაც.
"იმედი მაქვს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა გაიაზრებს იმას, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს.
უკვე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და ჩვენივე შეფასებითაც, ის კლიშე, რომელიც არსებობდა, რომ თურმე საქართველოში ვერასდროს განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თუ დასხდებიან ისინი ვერავითარ ახალს ვერ შეიმუშავებენ, ეს კლიშეც დანგრეულია.
მიხარია, რომ ჩვენ მივედით ამ ერთიან ხედვამდე და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც რატომღაც უკვე მერამდენედ ახასიათებს საქართველოში იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები, მერამდენედ ძალას, რომელსაც გააჩნია საკონსტიტუციო მანდატები, მერამდენედ ასეთი ძალა არ უყურებს წინა გამოცდილებას, რომ ხელის გადაგრეხა და იძულებით რაღაცის მიღება ქართული საზოგადოებისთვის თავისთავად მიუღებელია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რადიკალურად განსხვავებულმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დათმობისა და კონსენსუსის მაგალითი მისცეს მმართველ პარტიას- ძალიან მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში და იგი ამ მაგალითს გაიზიარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები