0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თიბისი სტატუსი“ წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti

ჩამოტვირთვა

ფესტივალის პროგრამა: 

6 ოქტომბერი:20:00 საათი - ფესტივალის გახსნა - „სპაგეტი სვინგის“ შოუ -  „Welcome Party”;22:00 საათი - ჯეიკობ კარლზონის ტრიოს კონცერტი;00:00 – DJ.

7 ოქტომბერი:14:00 საათი - „სპაგეტი სვინგის“  შოუ; 14:00 - 16:00 - DJ16:00 -19:00 - ღვინისა და ჭაჭის დაწურვა;19:00 საათი - ადამ ბენ ეზრას კონცერტი;22:00 საათი - რაულ მიდონის ტრიოს კონცერტი.

ფესტივალის წარმდგენი: თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი; 

ფესტივალის ორგანიზატორი: კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions); 

ინფორმაცია მუსიკოსების შესახებ
რაულ მიდონის ტრიოლეგენდალური გიტარისტი და მომღერალი რაულ მიდონი და მისი ტრიო უნიკალური საშემსრულებლო სტილით გამოირჩევა. ჯაზი, ბლიუზი, ფოლკი - მუსიკოსი თავის ტრიოსთან ერთად სხვადასხვა ჟანრში მსმენელს უნიკალურ და ინოვაციურ მუსიკას სთავაზობს. 1999 წლიდან დღემდე, მიდონს არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი, სახელწოდებით „Bad Ass and Blind“, მუსიკოსმა 2017 წელს გამოუშვა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაულ მიდონის კარიერაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ჯონ კოლტრეინი, ჯორჯ ბენსონი, მაილს დევისი, ფრენკ  ზაპა და სხვა.ჯეიკობ კარლზონის ტრიო
ჯეიკობ კარლზონი – „მიყვარს ჯაზი, რადგან მიყვარს იმპროვიზაცია, რაც გეხმარება უშუალო კავშირი დაამყარო მსმენელთან. ასეთ დროს ემოციებისა და გრძნობების გაცვლა ხდება. ყოველი კონცერტი ჩემთვის  უდიდესი გამოცდილება და სიახლეა.“ შვედი პიანისტი და კომპოზიტორი ჯეიკობ კარლზონი ადვილად ახერხებს შექმნას მუსიკა - თანამედროვეობისა და მშობლიური, შვედური ფოლკლორის სინთეზით. მუსიკოსი ოსტატურად აერთიანებს ჯაზის, პოპის, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის განსხვავებულ ჟანრებს. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, მას ცხრა ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი სახელწოდებით „ONE” 2015 წელს გამოვიდა. 2010 წელს, მუსიკოსი შვედეთის საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლად დაასახელეს. ბოლო რამდენიმე წელია, ჯეიკობ კარლზონი ტურნეებს მართავს ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქში.ადამ ბენ ეზრა - "მუსიკოსი Youtube"-იდანფენომენალური მუსიკოსი - ასე აფასებენ მუსიკის კრიტიკოსები კონტრაბასისტსა და მულტიინსტრუმენტალისტს ადამ ბენ ეზრას. ფართო საზოგადოებამ ის "Youtube"-ის საშუალებით გაიცნო,  სადაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი ვიდეოკლიპების ატვირთვა დაიწყო. სწორედ ამიტომ  შეარქვეს ადამ ბენ ეზრას მეტსახელად "მუსიკოსი Youtube"-იდან. დღეისათვის ეზრას უკვე რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. პოპულარობის ზრდასთან ერთად, მუსიკოსმა ინტერნეტ სივრციდან ნამდვილ სცენაზე გადაინაცვლა და ევროპული და ამერიკული ტურნეები მოაწყო.ადამ ბენ ეზრას შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის ცნობილმა წარმომადგენლებმა - მათ შორის ბახმა, სტინგმა, ბობი მაკფერინმა და ჩიკ კორეამ. კლასიკური ინსტრუმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით, ის ახალ სიტყვას ამბობს მუსიკალურ სამყაროში.ადამ ბენ ეზრას სადებიუტო სტუდიური ალბომი „Сan't Stop Running“ რამდენიმე წლის წინ გამოიცა. ალბომში შესულია 12 კომპოზიცია, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის, მათ შორის არგენტინული ტანგოს, ფლამენკოს, როკისა და პოპის ელემენტებით. „სპაგეტი სვინგი“ (Spaghetti Swing) მსოფლიოში ერთადერთი მუსიკალური შოუ, რომელშიც მონაწილეობას მუსიკოსებთან ერთად, შეფ-მზარეული იღებს - იტალიური ბენდი “სპაგეტი სვინგი“ მსმენელს „ყველაზე გემრიელ შოუს“ სთავაზობს. გარდა მუსიკალური წარმოდგენისა, რომელიც ცნობილი იტალიური სიმღერების ინტერპრეტირებულ ვერსიებს გულისხმობს, იტალიელი შეფ-მზარეული სცენაზევე ამზადებს სხვადასხვა კერძს და მსმენელს მათი დაგემოვნების საშუალებას, ღვინოსთან ერთად აძლევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები