1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კიევში ჩავალთ, სადაც მთავრობას მოვთხოვთ, ხალხის აზრი გაითვალისწინოს"

ჩამოტვირთვა

ლვოვში გამართული სასამართლო პროცესის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა. ტელეკომპანია "ნიუს უანის" პირდაპირ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბრალდებას აფსურდული კიდცევ ერთხელ უწოდა.

მისი თქმით, ის რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და შემდეგ მიტინგს ქალაქ დნეპრში აანონსებს.

“სასამართლო პროცესზე პირადად მოვედი, თუმცა შემეძლო ადვოკატი გამომეგზავნა, რადგან მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა მემუქრება. მაგრამ, მე მოვედი, რათა მენახა თუ რა მოხდებოდა, ჩემს ადგილზე რიგითი უკრაინელი რომ ყოფილიყო. სასამართლო უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გვედავება. პოლონეთის მხარემ კი, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩვენ გავიარეთ საპასპორტო კონტროლი პოლონეთის მხარეს და უკრაინის ტერიტორიაზე აბსოლუტურად კანონიერად გადავედით. შესაბამისად, ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით და ჩვენს მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება სრული აბსურდია. სასამართლოს მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ რეგიონებში შეხვედრებს. შემდეგი მიტინგი დნეპრში გაიმართება. 17 ოქტომბერს კი, რეგიონებში შეხვედრების დასრულების შემდეგ, კიევში ჩავალთ, სადაც მთავრობას მოვთხოვთ, ხალხის აზრი გაითვალისწინოს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სასამართლო პროცესი გუშიინ გადაიდო, რადგანაც მესაზღვრეებმა ვერ წარუდგინეს სასამართლოს სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მტკიცებულებები. დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად მოსამართლემ მათ დრო პარასკევამდე მისცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები