1 5 : 3 1
 | 

მსოფლიო

ცესკო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას განაგრძობს

ცესკო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.

ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება და აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში - „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“.

ინფორმირების კამპანიას უახლოეს დღეებში შეუერთდებიან 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან მოქალაქეებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში და ასევე, დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

2017 წლის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამომრჩევლები მონაცემების გადამოწმებას, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, წელს უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა წელს ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებსაც - ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეეძლებათ. კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული იქნება არაუგვიანეს 21 სექტემბრისა.

იმისათვის რომ, კანონმდებლობით უფლებამოსილ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:

აღნიშნულ მოქალაქეებს ცესკო შეახსენებს, რომ ისინი 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ სააგენტოში (იუსტიციის სახლებში) და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, - კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:02

    ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა...

      სამხრეთ ირანის ტერიტორიაზე  5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  მიწისძვრა ბუშერის აღმოსავლეთით, ბუშერის ატომურ ელე...

  • 19:14

    ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი შ...

    ერევანში ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი შენობის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც იუსტიციის, კულტურისა და განათლების სამინისტროებია განლაგებული.ნიკოლ ფაშინიანმა  საკუთარ მომხრე...

  • 17:56

    19 წის ბიჭისა და 72 წლის ქალის სიყვარულის ისტორია ...

    53 წლიანი სხვაობის მიუხედავად 19 წლის გარი ჰარდვისკი და  72 წლის ალმედია ძალიან ბედნიერი წყვილია. ისინი  ერთმანეთი 2016 წელს, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდენენ და ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვ...

  • 13:17

    უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს, რ...

    უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს. ამის შესახებ იოვერი კაგუტა მუსევენიმ განაცხადა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.ქვეყნის პირველი პირის თქმით, გარე ძალები ცდილობენ უგან...

  • 12:38

    ვაშინგტონი ერევნის მოვლენებს ეხმაურება ...

     ვაშინგტონი ერევნის მოვლენებს ეხმაურება „ჩვენ ვიცით, რომ ერევანსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ჩვენ ყურადღებიტ ვაკვირდებით მოვლენების განვითარება...

  • 17:07

    დაპირისპირება ერევანში - პოლიციელებსა და დემონსტრა...

    ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კონსტიტუციური სასამართლოს შენობამდე მივიდნენ, სადაც მათ პოლიციელებმა გზა მავთულხლართებით გადაუ...

  • 14:53

    რუსი ჟურნალისტი, რომელმაც სირიაში „ვაგნერის“ ჯარის...

    ეკატერინბურგში ჟურნალისტი, მაქსიმ ბოროდინი, რომელმაც სირიაში „ვაგნერის“ რუსი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველად დაწერა, ფანჯრიდან გადავარდა და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.შემთხვევა 13 აპრილს მოხდა...