1 2 : 3 4
 | 

მსოფლიო

"რაზე უნდა ვაგო პასუხი, ჭორვილელი ოლიგარქის ავადმყოფურ ფანტაზიებზე?" - მიხელ სააკაშვილი

ჩამოტვირთვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილი შესაძლო რისკებზე "არჩევანის" პირდაპირ ეთერში საუბრობს.  

“იქ რამდენიმე დღის წინ ჩაიტანეს ძალიან ბევრი ახალი მესერი, მავთულხლართები, ჩაიყვანეს ბეტეერები, გააორმაგეს მესაზღვრეთა რაოდენობა, სპეციალური ჯგუფები გააგზავნეს, კიევიდან კი, ისინი ემზადებიან ჩემ არ გასატარებლად. ლეგალურად მე მაქვს უფლება დავბრუნდე უკრაინაში. მე არ მაქვს არცერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი, არ მაქვს მართვის მოწმობაც კი, უკრაინის პასპორტით გადავადგილდები, რომელსაც ევროპელები აღიარებენ, სპეციალური შემთხვევაში, არაფორმალურად აღიარებენ, ამერიკიდანაც გამომიშვეს ამ დოკუმენტით, მაგრამ ფორმალურად ეს დოკუმენტი გაუქმებულია,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი რაც მის წინააღმდეგ გაკეთდა ყველანაირი კანონის, კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მას აქვს უკრაინაში შესვლის უფლება და ის შევა უკრაინაში.

„ერთადერთი რაც შეძლება მათ გააკეთონ, უბრალოდ მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ საქართველოში. თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ - აცხადებს სააკაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ყოფილ პრემიერმინისტრზე, ბიძინა ივანაშვილზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პუტინის დაკვეთით მოქმედებს.

“ივანიშვილს უნდოდა გაეკეთებინა ის, რაც გაუკეთა ბაჩოს, ვანოს, რომ ჩავესვი 4 კვადრატულ მეტრ კამერაში და 4 წელი იქ ვყოფილიყავი, სანამ გაარკვევდნენ ვითომ პროკურორები, ჩემი კოსტიუმების ბედს. ეს იყო პუტინის დაკვეთა. ახლა დაემთხვა პუტინის და პოროშენკოს ინტერესები. არ ყოფილიყო ის სიტუაცია, რაც ვანოზე და ჩამოვიდოდი სასამართლოში ვაგებდი პასუხს, მაგრამ რაზე უნდა ვაგო პასუხი? თითიდან გამოწოვილი ჭორვილელი ოლიგარქის ავადმყოფურ ფანტაზიებზე? “ - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ყველანაირი გეგმისთვის მზად არის.

“მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, თუ ეს ორი ოლიგარქი მოილაპარაკებს და შეასრულებს პუტინის გეგმას და მომიტაცებს უკრაინიდან და გადამცემს ივანიშვილს პირად პატიმრად, მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? მე მზად ვარ თავი გავწირო საქართველოსთვის,“ - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:58

    ცოლ-ქმარს 13 შვილი სახლში გამომწყვდეული, ზოგიერთ...

    კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. 57 წლის დევიდ ალენ ტურპინსა და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინს  2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი სახლშო გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერ...

  • 10:42

    ექიმებს საახალწლო მოლხენა, სამსახურის დაკარგვის ფ...

      მოსკოვის ერთ–ერთი  რეგიონული დისპანსერის ექიმებს,  საახალწლო სუფრა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. საქმე იმაშია, რომ მედიკოსებმა მოლხენა იმ დროს მოინდომეს, როცა საავადმყოფოს ...

  • 11:46

    "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" - რეკლამა, რომ...

        შვევდური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც ზედა, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია.&nbs...

  • 11:03

    პრინცესა შარლოტა ბაღში წავიდა, ქეითმა კი მისი ფოტ...

      კემბრიჯის ჰერცოგების უილიამისა და ქეითის ქალიშვილი შარლოტა საბავშო ბაღში წავიდა.ფოტოები სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა, 2 წლის წევრს დედამ კინსინგტონის სასახლის კიბეზე გადაუღო და ინტერნეტში ...

  • 10:44

    საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა...

     საჰარის უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მესამედ მოვიდა თოვლი. როგორც Daily Mail-ი წერს, დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე თოვლით არის ასევე დაფარული ქალაქი, სადაც უდაბნო მდებარობს  აღსანიშნავი...

  • 14:52

    რატომ უნდა იყოს შვეიცარია თქვენი ყველაზე სანუკვარი...

       თუ ზამთარში ზღაპრული დასვენება გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ შვეიცარიის კურორტებზე უფრო ჯადოსნურს ვერაფერს მიაგნებთ.. ლამაზი ბუნება, ჯადოსნური ფერები, ზღაპრული თოვლი – ანუ ყველაფერი იმისთვის, ...

  • 18:06

    "სპელაკიო" ანუ საცოდავი – ვენეციის მთავარ მოედან...

      ვენეციის მთავარ მოედანზე დადგმული ნაძვის ხე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, საქმე იმაშია,20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში მოჭრეს და მისი ტრანსპორტირებისთ...