მსოფლიო
სად გააგრძელებს მუშაობას დავით ნარმანია მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ ?
2017-09-04 19:07:08
დავით ნარმანია მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ შესაძლოა მთავრობაში დასაქმდეს. ამის შესახებ ნარმანიამ "ქრონიკასთან" ისაუბრა.
"დაახლოებით 2 თვე ვრჩები დედაქალაქის მერად, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება. ამასობაში კონსულტაციები გაგრძელდება და ვიქნები იქ, სადაც ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდში. ეს იქნება საჯარო
სექტორში და არა მერიაში".- განაცხადა ნარმანიამ.
კითხვაზე იქნება თუ არა ახალი სამსახური მთავრობაში, დავით ნარმანია პასუხობს რომ, სავარაუდოდ კი.
კომენტარები