1 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

27 წლის მამაკაცი ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ს.ს., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ჯ.ს.-ს, რომელიც, მომხდარის შედეგად, მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალბატონს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე, დადგინდა, რომ ს.ს.-მ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.

სამართალდამცველებმა მოძალადე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები