2 3 : 4 4
 | 

მსოფლიო

Magnum Photos საქართველოში დაბრუნდა

ჩამოტვირთვა

ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება Magnum Photos 70 წლისაა. 70 წელი შესრულდა Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

მოგზაურობის შედეგად, კაპამ და სტეინბეკმა ფასდაუდებელი და უჩვეულო მასალა შექმნეს მსოფლიოსთვის უცნობი „საბჭოთა ადამიანის“ ცხოვრების შესახებ, რასაც მოჰყვა მოგზაურობის ამსახველი პუბლიკაციები “ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნში“ და “ლედის ჰომ ჯურნალში“. გამოიცა სტეინბეკის  წიგნი „რუსული დღიური“, რომელსაც თან ახლდა რიბერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები.

წლევანდელი იუბილის ფარგლებში სააგენტომ  Magnum Photos  გადაწყვიტა ამ პროექტის თანამედროვე ვერსიის შექმნა თანამედროვე ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებიც 70 წლის შემდეგ გაივლიან კაპასა და სტეინბეკის მარშრუტს და აღწერენ ადამიანების დღევანელ ყოფას იმავე სივრცეში.

კაპას როლს შეასრულებს Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტი, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მცოდნე, თომას დვორჟაკი, რომელიც გადაიღებს ფოტოებს, ხოლო სტეინბეკის როლს -  ცნობილი  ბრიტანელი ჟურნალისტი, „დეილი ტელეგრაფის“ მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, კოსოვოს, ერაყის და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილველი, ჯულიუს შტრაუსი, რომელიც გააკეთებს ჩანაწერებს საქართველოს შესახებ.

პროექტის  “რუსული დღიურის კვალდაკვალ“  ფარგლებში გადაღებული ფოტოების პირველ გამოფენას უმასპინძლებს თიბისი ბანკი 18 სექტემბერს, 19:00 საათზე. გამოფენა შედგება  Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში. 

გაიმართება ორი გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია, კერძოდ, თიბისი გალერეა უმასპინძლებს დვორჟაკის ფოტოების გამოფენას და ალბომის პრეზენტაციას, ხოლო თიბისი არტ გალერეა რობერტ კაპას მიერ 70 წლის წინ საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც წლების განმავლობაში თიბისი ბანკში ინახება.

 ალბომში შევა დვორჟაკის მიერ გადაღებული ფოტოები, შტრაუსის ჩანაწერებთან ერთად, ასევე მცირე ნაწილი კაპასა და სტეინბეკის ფოტოებიდან და ჩანაწერებიდან.  ალბომი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით გამოიცემა

პროექტის წარმდგენია Magnum Photos  და თიბისი ბანკი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:58

    ცოლ-ქმარს 13 შვილი სახლში გამომწყვდეული, ზოგიერთ...

    კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. 57 წლის დევიდ ალენ ტურპინსა და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინს  2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი სახლშო გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერ...

  • 10:42

    ექიმებს საახალწლო მოლხენა, სამსახურის დაკარგვის ფ...

      მოსკოვის ერთ–ერთი  რეგიონული დისპანსერის ექიმებს,  საახალწლო სუფრა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. საქმე იმაშია, რომ მედიკოსებმა მოლხენა იმ დროს მოინდომეს, როცა საავადმყოფოს ...

  • 11:46

    "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" - რეკლამა, რომ...

        შვევდური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც ზედა, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია.&nbs...

  • 11:03

    პრინცესა შარლოტა ბაღში წავიდა, ქეითმა კი მისი ფოტ...

      კემბრიჯის ჰერცოგების უილიამისა და ქეითის ქალიშვილი შარლოტა საბავშო ბაღში წავიდა.ფოტოები სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა, 2 წლის წევრს დედამ კინსინგტონის სასახლის კიბეზე გადაუღო და ინტერნეტში ...

  • 10:44

    საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა...

     საჰარის უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მესამედ მოვიდა თოვლი. როგორც Daily Mail-ი წერს, დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე თოვლით არის ასევე დაფარული ქალაქი, სადაც უდაბნო მდებარობს  აღსანიშნავი...

  • 14:52

    რატომ უნდა იყოს შვეიცარია თქვენი ყველაზე სანუკვარი...

       თუ ზამთარში ზღაპრული დასვენება გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ შვეიცარიის კურორტებზე უფრო ჯადოსნურს ვერაფერს მიაგნებთ.. ლამაზი ბუნება, ჯადოსნური ფერები, ზღაპრული თოვლი – ანუ ყველაფერი იმისთვის, ...

  • 18:06

    "სპელაკიო" ანუ საცოდავი – ვენეციის მთავარ მოედან...

      ვენეციის მთავარ მოედანზე დადგმული ნაძვის ხე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, საქმე იმაშია,20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში მოჭრეს და მისი ტრანსპორტირებისთ...