2 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქვემო ქართლში 5-მდე ადამიანმა 42 წლის მამაკაცს სცემა და მასზე იძალადა

ჩამოტვირთვა

საზარელი შემთხვევა ქვემო ქართლში. 15-მდე ადამიანმა 42 წლის მამაკაცს ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მასზე იძალადეს. დაზარალებულის ახლობლები მომხდარის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი სოფელ გაჩიანთან  ახლოს მოხდა.

მოძალადეებმა მომხდარი ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
დაზარალებული თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამების მუხლით დაიწყო.

"კურიერის", ინფორმაციით უკვე დაკავებულია 3 ეჭვმიტანილი, ვიდეომასალები კი ინტერნეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ ამოღებულია.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტში მონაწილე კიდევ 8 ადამიანის ვინაობა სამართალდამცველებს დადგენილი აქვთ. უწყებაში ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები