2 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ძალიან კარგი იქნებოდა რომ დაგვხმარებოდნენ"-ადა მარშანია რუსეთზე

ჩამოტვირთვა

„მართლა ასეა დადგენილი ეს? თუ მათ ჩამოყარეს და მათ დაწვეს, ახლა ხომ უნდათ დახმარება და ჩაქრობა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ წელს უკვე კი არ ჩამოეყარა და დაეწვა, არამედ ჩაექრო,“- ეს განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ გააკეთა, რომელმაც 2008 წელს ბორჯომის ხეობაში რუსეთის მხრიდან ჭურვების ჩამოყრა და ტყის დაწვა ეჭვქვეშ დააყენა.

პარლამენტის წევრის, ადა მარშანიას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვაზე საქართველოს რუსეთის მხრიდან დახმარება უნდა მიეღო.

„რუსი ტურისტები ხომ გვინდა, ხომ გვიხარია, ხომ შემოდიან ათეული ათასობით, მაშინ რატომ არ გვახსოვს ჩვენი ღირსება და პატრიოტიზმი? ალაგ-ალაგ გვახსოვს? ეგება ამ ხანძრის ერთობლივი ჩაქრობის დროს მინიმალური კონტაქტები დამყარდებოდა მაინც ამხელა უზარმაზარ მეზობელ ქვეყანასთან, რომელიც არის ოკუპანტი, „რუსთავი 2-სთვის“ სპეციალურად ვამბობ ამას, მაგრამ რა ვქნათ. ხომ ხედავთ ჩვენი ძალებით გვიჭირს ასეთი მასშტაბის კატასტროფებთან გამკლავება,"-განაცხადა ადა მარშანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები