2 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ეკოლოგიური სამსახურებისთვის ლაბორატოერიები ახალი დანადგარებით აღჭურვა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური სამსახურის ლაბორატორიები ახალი დანადგარებით აღჭურვა.

ზესტაფონში ლაბორატორია კომპანიის ადმინისტრაციული, შენობის მეოთხე სართულზეა განთავსებული და 23 დასახელების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი ხელსაწყო – დანადგარებითაა აღჭურვილი.


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის თქმით, ეს წარმოების განვითარებისა და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობისთვის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


როგორც ჭიათურის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი ნოზაძე ამბობს, უნდა არსებობდეს სამსახური, რომელიც გააკონტროლებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. მისივე თქმით, კომპანიის განვითარებისთვის აღნიშნული სამსახური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მოგეხსენებათ ამ პროფილის მსხვილი კომპანია, როდესაც ოპერირებს ნებისმიერ რეგიონში მას თან ახლავს ეკოლოგიურად ცუდი შედეგები და შესაბამისად უნდა არსებობდეს სამსახური, რომელიც შეძლებს ამ ყველაფრის დაკომპენსირებას ეს იქნება პროექტები, რეკულტივაცია თუ ა.შ. შესაბამისად ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპანიის განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია“,-ამბობს გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი.


როგორც ეკოლოგიისა და რეკულტივაციის სამსახურის უფროსმა, დავით ყვავაძემ აღნიშნა, ლაბორატორიის გარეშე წარმოუდგენელია პრობლემების შესწავლა და გამოსწორება. მისივე თქმით, ლაბორატორიის თანამშრომლები გარკვეულ ტერიტორიებზე დაბინძურების ხარისხს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.
„ლაბორატორია აღჭურვილია ქიმიური ლაბორატორიის წესდების შესაბამისად, ყველანაირი ხელსაწყო დანადგარებით და სამუშაო აპარატურით. ვაპირებთ მონიტორინგს, დაკვირვებას და რეგიონში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამოსწორებას. ლაბორატორიის გარეშე წარმოუდგენელია ამ პრობლემების შესწავლა და გამოსწორება.

დაინიშნება ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხელმძღვანელი თავისი წესდებით და უფლება-მოვალეობებით გადაანაწილებს თანამშრომლებს, დაინიშნება ინჟინერ-ქიმიკოსი, ლაბორანტი-ქიმიკოსი, პრეპარატორი და გამოვიყენებთ ჰაერში დამტვერიანების სინჯის ამღებ ხელსაწყოს. ჰაერში დამტვერიანების ხელსაწყო, საველე პირობებში ჩაირთვება. აპარატურის ძაბრში განთავსდება ფილტრები და გარკვეული დროის განმავლობაში მივიღებთ ჰაერს დასახლებული ადგილებიდან. ფილტრზე ილექება მტვერი და აქედან გამომდინარე ვიგებთ რა რაოდენობის მტვერი დაილექა გარკვეულ დროში და ვადარებთ შემდგომ ზღვრულად დასაშვებს“,-აღნიშნა ეკოლოგიისა და რეკულტივაციის სამსახურის უფროსმა, დავით ყვავაძემ.


ირაკლი ნოზაძის თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას, ეკოლოგიისა და რეკულტივაციის სამსახურში დადებითად აფასებენ. როგორც მან აღნიშნა, ეკოლოგიური მდგომარეობა მუდმივად მონიტორინგის რეჟიმში იქნება, როგორც ჭიათურაში, ისე ზესტაფონში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იქნება ვიდრე ეკოლოგიური ლაბორატორიის არსებობამდე იყო.
„აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, რომ ერთის მხრივ თვალყური ვადევნოთ კომპანიის ოპერირებას, ვნახოთ სადმე დარღვევა, ან პრობლემა ხომ არ არის, რომელიც აუცილებლად გამოსწორებას საჭიროებს. შესაბამისად ეკოლოგიური მდგომარეობა იქნება მუდმივად მონიტორინგის რეჟიმში როგორც ჭიათურაში, ისე ზესტაფონში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული მოგვეხმარება სწორად განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები, სწორად დაიგეგმოს შესასრულებელი სამუშაოები და ვიყოთ უფრო ეფექტიანები ვიდრე ეკოლოგიური ლაბორატორიის არსებობამდე იყო“,-განაცხადა ირაკლი ნოზაძემ.


მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის საინისტროს გადაწყვეტილებით სპეციალური მმართველი დაინიშნა „ჯორჯიან მანგანეზში“ ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, ჭიათურაში გაუქმებული ეკოლოგიური სამსახური აღდგა, რომელიც კომპანიის წინა მენეჯმენტს გაუქმებული ჰქონდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...