0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

AXIS -ში შეძენილი ბინის ხიბლი

კედლების შეთეთრება დასრულებულია; იატაკი დაგებულია; ფეხის სრიალით მივუყვები ფოიეს; შემოსასვლელი ფართო და ნათელია; პირველი ოთახი ხელმარცხნივ მთავარი საძინებელია, მთელს სიმაღლეზე დატანილი განიერი ფანჯრებით. უმალ თვალში გხვდება -  ქალაქი, ქალაქი ფანჯრებს მიღმა, დღისით ფერადი შენობებით, სიმწვანით და ხმაურით გაჟღენთილი, ხოლო საღამოს ამ ხმაურს ლამპიონების სინათლე ჭამს და მწკრივად ჩაწყობილ განათებულ შენობებს მიღმა ადამიანები ილანდებიან. თუ საწოლი დაბალი და განიერი იქნება, ყოველ დილით მზე უხვად გაანათებს, თუმცა რბილი ბალიშებიდან თავის აწევა არც ისეთი ადვილი იქნება.

ფოიეში ვბრუნდები, ხელმარჯვნივ კედელს ვცდები და სუნთქვა მეკვრის, მისაღები ოთახი დიდი ვიტრინებით უზარმაზარ ტერასას უერთდება და შეგრძნება გეუფლება, რომ ის სიმწვანე რაც ბინის მიღმაა, დიდი ოთახის ინტერიერის ნაწილია. ბინაში ჯერ ავეჯი არ დგას, თუმცა ასეთი დაგეგმარებით მინიმალისტურად გაფორმებას საჭიროებს, ძირითად აქცენტებს აქ ბუნება ქმნის. წარმოიდგენ სად განთავსდება სამზარეულო გარნიტური, მრგვალი მაგიდა სკამებით, ოჯახური სადილებისა და განსაკუთრებული ვახშმებისათვის, ასიმეტრიული თაროები და მაღალი სანათები ინტერიერის სიმკაცრეს შეარბილებს და ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს, თაროზე უამრავი წიგნი, მოგზაურობებიდან ჩამოტანილი სუვენირები და სამახსოვრო ფოტოები მოიყრის თავს, ნახატები კედელზე განთავსდება, ელექტრო ტექნიკა სამზარეულოს საბოლოო სახეს დაასრულებს, რბილი სავარძელი კედლის დეკორთან ჰარმონიულ დუეტს შექმნის, ხის პალეტები კი ცოცხალი ყვავილებისთვის ქოთნების მაგივრობას გასწევს და ორიგინალური დანამატი იქნება.

თუმცა ყველაზე საინტერესო და ჯადოსნური ადგილი ახალ ბინაში მაინც ის ტერიტორია, რომელიც კიდული ბაღების მსგავსად მაღალსართულიანი კორპუსის მეთორმეტე სართულს ამშვენებს. ტერასაზე გავდივართ, კუს ტბის ასახვევი მოსჩანს, ირგვლივ სიმწვანეა, ჰაერი გამჭვირვალე და სუფთაა, წარმოვიდგენ  ჰამაკს და მასში ვეშვები, კიდურებს ვადუნებ და ახლადმეტლახდაგებულ იატკზე ფეხმორთხმით ვჯდები. რამდენიმე წუთი ვწყდები ყოველდღიურობას, წარმოვიდგენ ბინის მფლობელ ოჯახს, ირგვლივ სიმშვიდე და იდილიაა. ნამდვილად ეს იქნება ოჯახის წევრების ყველაზე საყვარელი და მოსული სტუმრების თავშეყრის ადგილი.

ბინაში ჩემი ყოფნის პარალელურად სარემონტო სამუშაოები არ წყდება, კედლებზე ბოლო შპალერის სვეტები იკვრება, მობინადრის გემოვნებით შერჩეული ეს ოქროსფერი წვრილი ხაზები ერთ სილუეტად იკვრება და სივრცეს დამატებით სითბოსა და სინათლეს მატებს. სულ რამდენიმე დღე დარჩა და ამ ბინაში ოჯახი დასახლდება, რომელიც თავის გარემოს მოიტანს, სახლი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ  განსაკუთრებულ სუნსაც შეიძენს, შესაძლოა ეს იყოს ლიმნის რულეტის ან   მუსკატის საპნის არომატი, ამ სახლს ისევე როგორც ყველა სახლს ერთი ან რამდენიმე განსაკუთრებული გემოც ექნება - აივანზე მომზადებული ბარბექიუს, სამზარეულოში მოხალული თხილის ან  დიასახლისის საფირმო კერძის. ჭავჭავაძის 49-ში მდებარე, მეორე ბლოკის მეთორმეტე სართულზე ეს ბინა ერთი წლის წინ შეარჩიეს, ქაღალდზე არსებული გეგმით და მობინადრის წარმოსახვით - თუ როგორი სახლი იქნებოდა აქ მომავალ წელს. წელიც დასრულდა და სულ რამდენიმე დღეში ქაღალდზე დანახული სახლი რეალობად იქცევა.

აქსისის აღნიშნულ პროექტში მეორე ბლოკი უკვე სრულად შესახლებულია, პროექტით გათვალსიწინებული ბინების გაყიდვა ახალი ბიზნეს მოდელით მოხდა, რომელიც კომპანიის მხრიდან პროექტის სრული დაფინანსების უზრუნველყოფას გულისხმობს.

მანამდე არსებული შენებისა და გაყიდვების სტრუქტურა კერძო საკუთრებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და კონკურენციის ზრდამ განაპირობა. 2000-იანი წლები ქვეყანაში ახალი მშენებლობების ბუმით გამოირჩეოდა, სტანდარტულ საცხოვრებელ  პროექტებს,  რომელიც დედაქალაქს საბჭოთა წარსულიდან შემორჩა, ახალი განსხვავებული სტილის და სერვისით გაჯერებული საცხოვრებელი კომპლექსები ჩაენაცვლა, მომხმარებლებს არამარტო ბინას და კვადრატული მეტრების შეძენას სთავაზობდნენ, არამედ ცხოვრების წესის შეცვლას, რომელიც გულისხმობდა უკეთეს გარემოს საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ, მომსახურებას ბინის მფლობელობის პარალელურად და მეტ თავისუფალ სივრცეს საერთო სარგებლობისთვის. ხრუშოვკის, ყავლაშვილის, ჩეხური და ქალაქური პროექტის ბინებში გამოკეტვის ნაცვლად დეველოპერებმა მომხმარებელს თანამედროვე სახლის კონეფცია შესთავაზეს, სადაც არ იძენ მარტო ბინას და რკინის კარით ესაზღვრები სამყაროს, არამედ ფლობ ფართს დიდ საცხოვრებელ სახლში, სადაც ფოიეს შუშის კარი კომუნიკაციის საშუალებად იქცევა.

მაღალი მოთხოვნა, ცხორების წესის შეცვლასთან ერთად, ერთ სულ მოსახლეზე  საშუალოდ განსაზღვრული ფართის სიმცირემაც გამოიწვია, რომელიც ქვეყნისთვის 20 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ქვეყნებში იგივე ციფრი 36 კვადრატული მეტრია. 2000-იანებში გამოყენებული წინასწარი გაყიდვების ბიზნეს მოდელი თანამედროვე სტილზე გადაეწყო. იმისთვის, რომ კლიენტი იყოს დაზღვეული და გარანტირებულად აშენებულ სახლში შეიძინოს კერძო საკუთრება, კომპანიებმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღეს, ბიზნეს მოდელიც ბანკის მიერ გაცემული თანხის, ინვესტორის ან თავად კომპანიის მიერ გაწეული ხარჯით აშენებული ბინების გაყიდვაზე აეგო.

ჭავჭავაძის 49-ში მდებარე კომპლექსი რამდენიმე ბლოკს მოიცავს, მეორე ბლოკი უკვე დასრულებულია, მობინადრეების მფლობელობაში ახლადაშენებული თანამედროვე პროექტი და ყველა ის სიკეთე გადავიდა, რომელიც აქსისის კომპლექსებს ახლავს: რეცეფცია, კონსიერჟი, უსაფრთხოება, ტექნიკური სერვისები და საერთო სივრცეების და აპარტამენტის მოვლა-დალაგება. მობინადრეები ასევე ისარგებლებენ სახლის მიმდებარე კეთიმოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორიცაა პარკინგი, გამწვანებული სივრცე და საერთო ტერიტორია გართობისა და დასვენებისთვის. კიდევ ერთი ბედნიერი ოჯახი გადმოვა სულ მალე აღნიშნულ მისამართზე და სახლს ჩაიბარებს, შემდეგ კი თავის სულს ჩაბერავს, ისეთს როგორიც  წარმოუდგენია. მანამდე კი მე დავიმახსოვრებ ამ სახლს, იქნებ ოდესმე ისევ ვესტუმრო და შევადარო ჩემი წარმოდგენა რეალობას.

 

წყარო: https://www.axis.ge/ka/blog/shedzenili-binis-xibli/32

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...