1 5 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი ფოთში

მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად „თეგეტა მოტორსმა“, ფოთში მსუბუქი ავტომობილების სერვისი გააფართოვა. მომხმარებელს დღეიდან საშუალება ექნება „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვის ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ამ ყველაფერს „თეგეტა მოტორსი“ ერთ სივრცეში გთავაზობთ.

სერვის ცენტრის განახლების პროექტში 1 200 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. ცენტრი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სხვა ავტო ტექნიკას.  სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.

განახლებულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: საბურავების სერვისი, თვლების შეყრის გასწორება, ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა, ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის და ფილტრის შეცვლა, ავტომობილის კონდიცირების სისტემის შემოწმება და  დატუმბვა, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, სამუხრუჭე დისკების შეკეთება, სამუხრუჭე სითხის შეცვლა წნევით, სამუხრუჭე სისტემის რემონტი, ავტომობილის ელექტრო სისტემების დიაგნოსტირება, სხვადასხვა სისტემების დაკალიბრება-ინიციალიზაცია უახლესი დიაგნოსტიკური ტექნიკით და ამ სისტემების რემონტი, სავალი ნაწილის შემოწმება-რემონტი, ძრავის კბილანა ღვედის და ჯაჭვის კომპლექტების(ცეფის) შეცვლა, ძრავის ბენზინის მფრქვევანების (ინჟექტორების) გაწმენდა სტენდზე, ჰაერის კოლექტორების შემოწმება კვამლით და სხვა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფოთის ფილიალში მომხმარებლები ისარგებლებენ ხელსაყრელი ფასებით და „ტაქს ფრი” სისტემით.

„თეგეტა მოტორსის“  სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.  რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...