1 4 : 1 9
 | 

მსოფლიო

ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა - სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ეჭვმიტანილი მოკლეს

ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. ძალოვანებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც კამბრილსის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რამდენიმე ეჭვმიტანილი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ისინი ბარსელონას მსგავსი ტერაქტის მოწყობას სავარაუდოდ, კამბრილსში აპირებდნენ.

მოკლულებს სხეულზე დამონტაჟებული ასაფეთქებლები და იარაღი აღმოაჩნდათ. 
ესპანური მედიის ცნობით, კამბილსში ტერორისტები პოლიციამ მას შემდეგ მოკლა, რაც ისინი სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახნენ.

ერთ-ერთი რადიოსადგურის ცნობით, ამ მეორე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, სამს მსუბუქი ტრავმები აღენიშნება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები