0 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს

თბილისი, 10 აგვისტო, 2017 –  საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურისის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას, რომლებიც დადებითად იმოქმედებს  სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც იქნება  კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, კერძოდ, ისეთი პროექტები რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.

 საგრანტო კონკურსში მონაწიელობის მიღება შეუძლიათ, სულ მცირე 2 წევრისაგან შემდგარ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი აკეთონ  ბიზნესი და ამასთანავე იზრუნონ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე.  მონაწილეთა წევრების ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.

 საგრანტო კონკურსის პირობები: თოთოეული გრანტის მოცულობა 50,000 ლარამდე განისაზღვრება; პროექტის იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, განვითარებაზე ორიენტირებული; სოციალური საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ  პირი; საწარმოს მენეჯმენტის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ს; საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა მხოლოდ სოციალური მეწრამეობის შესახებ პროექტებზე.

 საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 10 აგვისტოს და დასრულდება 2017 წლის 10 სექტემბერს  18:00 სთ-ზე. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2017 წლის ბოლომდე გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს ფონდი „სიცოცხლი ხე“. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ  „სიცოცხლის ხის“ ვებ-გვერდზე: www.tree.ge ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შესაძლებელია მიმართონ ფონდის წარმომადგენელს ელ-ფოსტაზე: [email protected]  ან  ტელეფონის ნომერზე 2444 493.

 აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოცახდებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, საქართველოს ბანკმა ჯამში 200 000 ლარის დაფინანსება გამოუყო, რომელიც ფარგლებშიც 5 სოციალური საწარმო პროექტი დაფინანსდა. საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა, ნაწილი კი  2017 წლის ბოლომდე ამოქმედდება. სოციალური საწარმოები მდებარეობს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში : ბათუმში, კასპში, ლაგოდეხსა და წნორში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...