2 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიასა და განმუხურში 2 პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ფ.ა. ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ფ.ა.-ს დაკავების ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველი: 7 აბი და აბის ნატეხები, 1 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და 2 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება.

პოლიციამ ანაკლიაში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოიღო სხვადასხვა ფერის და დასახელების 51 აბი და აბის ნატეხები.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები