0 0 : 3 8
 | 

მსოფლიო

მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს

მიანიჭებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი წინამორბედ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ოფიციალურ მიმართვას ელოდება.  ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ერთი გამონაკლისი იყო, როდესაც სააკაშვილმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა და ეს არ მომეწონა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, არ მომეწონა და მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, უნდა იმდენად პატივს სცემდეს თავის ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს. 

  რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი ამასთან მიმართებაში და შესაბამისად, მერე როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით, მოქალაქეობის თაობაზე,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ახლა მიხეილ სააკაშვილს არ აკრიტიკებს, რადგან ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და მომავლით იცხოვროს.

"5 წლის განმავლობაში სააკაშვილი საერთოდ არ მიკრიტიკებია და ალბათ, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა დაპირისპირებული ვყოფილიყავი პრეზიდენტ სააკაშვილთან. მერე ყველას, ვისაც 10 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, სააკაშვილის კრიტიკით არის დაკავებული. მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს და არ ვარ შესული მასთან პოლემიკაში, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყენამ მომავლით უნდა იცხოვროს,"- განაცხადა  მარგველაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:49

    საფრანგეთში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა - ...

    საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა.Euronews-ის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა, 7 მძიმედ დაშავდა, 12-მა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.შემთხვევა ქალაქ პერპი...

  • 16:36

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა და ექიმების მორი...

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა - დიდ ბრიტანეთში გოგონა დაიბადა, რომელსაც გული და კუჭის ნაწილი  სხეულის გარეთ ჰქონდა განვითარებული. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილის გადარჩენა შეუძლებელი ...

  • 14:27

    ჯონ მაკკეინი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი...

      ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია.„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადის.როგორც ყოვ...

  • 17:27

    მანჰეტენზე აფეთქება მოხდა ...

    ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ავტოსადგურზე აფეთქება მოხდა  ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ადგილზე  2 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა...

  • 11:01

    მიხეილ სააკაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი...

      მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების ი...

  • 18:53

    ყველაზე მძიმეწონიანმა ქალბატონმა 400 კილოგრამი დაი...

       მირა როსალესი, რომელიც ნახევარ ტონას  იწონიდა, ყველაზე ჭარბწონიან ქალბატონად ითვლებოდა მანამ, სანამ 400 კილოგრამს დაიკლებდა.   ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც  მირ...

  • 17:21

    ახალშობილი "ქალთევზას სინდრომით" დაიბადა და 4 საათ...

    "ქალთევზას სინდრომის"  შემთხვევა ინდოეთში - ქალაქ კოლკატაში, ბავშვი ერთმანეთს შეზრდილი ფეხებით დაიბადა. იგი ბუნებრივი მშობიარობით გაჩნდა. ახალშობილს მენჯის ძვლები და ფეხები განუვითარებელი ჰქ...