1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავეხმაროთ ადამიანს იცხოვროს ადამიანურად!

ჩვენს დროში ცხოვრება ძალზე გართულებულია. ჯანმრთელ, განათლებულ და აქტიურ პიროვნებასაც კი უჭირს სამსახურის შოვნა და ოჯახის გამოკვება, რომ არაფერი ვთქვათ მარტოხელა, სნეულ ადამიანზე, რომელსაც ავადმყოფობის გამო არ ძალუძს მიხედოს  საკუთარ თავს , ხოლო ახლობლებმა და ნაცნობებმა ზურგი შეაქციეს.

ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარი, 64 – წლის  ნუგზარ ნესტეროვი, შრომისუუნარო პირია. მას სერიოზული სენი სჭირსფსიქიკური აშლილობა, მომვლელი კი არავინ ჰყავს.

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა მისი დედა, რომელიც მიუხედავად ხნიერი ასაკისა მაინც ახერხებდა სნეული შვილის მოვლა – პატრონობას.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნუგზარმა ვერ შესძლო ოჯახის შექმნა. დღეს ის სრულიად მარტოხელაა და  ცხოვრობს უკიდურეს გასაჭირში.

მის ერთოთახიან ბინაში ანტისანიტარია სუფევს, კედლები დაბზარულია, საპირფარეშო და აბაზანა გამოსულია მწყობრიდან, ორი დამტვრეული სკამისა და სამზარეულოს მაგიდის გარდა, ბინაში სხვა ავეჯს ვერ იპოვით,

შერყეული ჯანმრთელობა ხელს უშლის ნუგზარს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში. მეზობლებს მასთან ურთიერთობა არა აქვთ, თავად კი ვერ ამყარებს მათთან კვაშირს.

როგორც  კი ჩვენ გავიგეთ ნუგზარის შესახებ, დაუყონებლივ ვესტუმრეთ მას, მივუტანეთ მედიკამენტები და პროდუქტები. რაც შეეხება სანიატულ–ჰიგიენურ მდგომარეობას, იგი იმდენად მძიმეა მის ბინაში, რომ მარტო ჩვენი ძალებით გამკლავება შეუძლებელია.

ჩერნოვეცკის ფონდი მოგმართავთ თხოვნით,  გულთან ახლოს მიიტანოთ ნუგზარ ნესტეროვის გასაჭირი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მას, იქნება ეს ელემენტარული ავეჯი, თეთრეული თუ ჰიგიენური საშუალება.

თუ თქვენ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნუგზარ ნესტეროვი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

გახსოვდეთ, როდესაც ეხმარებით მოყვასს, თქენ აკეთებთ ღვთისმოსაწონ საქმეს! არავინაა დაზღვეული გასაჭირისგან და დახმარება ოდესმე შეიძლება თქვენც დაგჭირდეთ!   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...