1 1 : 3 0
 | 

მსოფლიო

Global Finance-მა თიბისი ბანკი 6 ნომინაციაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი  მსოფლიოში საუკეთესო ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების რეიტინგები გამოაქვეყნდა (2017 World's Best Digital Bank Award). თიბისი ბანკმა მოიპოვა საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის წოდება, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ამასთან,საუკეთესო ონლაინ ბანკის წოდება თიბისი ბანკმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის 4 კატეგორიაში მოიპოვა.თიბისი ბანკი უკვე ზედიზედ მეექვსე წელია იღებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოებს Global Finance -სგან.

თიბისი ბანკმა აიღო ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში:

1.  საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ფიზიკური პირებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

2.  საუკეთესო საბანკო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

3. საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

4. საუკეთესო ბანკი სოციალურ მედიაში ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს საუკეთესო ბანკები სხვადასხვა ნომინაციაში, ყოველწლიურად ტარდება.  კონკურსი 2 ნაწილისგან შედგება, პირველ  ეტაპზე ვლინდება ქვეყანაში და რეგიონში საუკეთესო ბანკები, ხოლო მეორე ეტაპზე  მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოები.

გამარჯვებული ბანკები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა, მათ შორის, მომხმარებლის მოზიდვისა და სერვისის სტრატეგია ციფრულ საბანკო მომსახურებაში,ონლაინ კლიენტების ზრდა, შეთავაზებული პროდუქტების ფართო არჩევანი,  ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალი.

„ჩვენ ციფრული საბანკო მომსახურების ეპოქაში ვცხოვრობთ. 2017 წლის გამარჯვებული ბანკები ნათლად წარმოაჩენენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მუდმივ ინოვაციებს პროდუქტებში, სისტემებსა და სერვისებში. კორპორაციული კლიენტები თუ  ფიზიკური პირები ბანკებისგან ახალ, გარდამტეხ ცვლილებებს ელოდებიან და წლევანდელი გამარჯვებულები მუდმივად პასუხობენ მომხმარებლის მოლოდინებს,“ - განაცხადა ჯოზეფ დ. გარაპუტომ, “Global Finance”-ის გამომცემელმა და დირექტორმა. 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ციფრული სერვისები და ამ მიმართულებით მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურება. ჩვენი სტრატეგიული მიზანია გავხდეთ საუკეთესო ციფრული კომპანია საქართველოსა და რეგიონში და ამისთვის მრავალ საინტერესო და ინოვაციურ პროექტს ვახორციელებთ.“

2012 წლიდან დღემდე თიბისი ბანკს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული Global Finance -სგან სხვადასხვა ნომინაციაში. World's Best Digital Bank Award-ის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი ბანკები როგორიცაა, Citi, SEB Bank, mBank, Raiffeisen bank, UniCredit, Sberbank და სხვ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:49

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა...

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. ძალოვანებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც კამბრილსის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რამდენიმე ეჭვმიტანილი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ისინი ბა...

  • 22:28

    ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებული დააკავეს ...

    პოლიციამ დაადგინა მანქანის მძღოლის ვინაობა, რომელიც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ესპანური გამოცემა El País სამოქალაქო გვარდიაზე დაყრდნობით იუწყება.გავრცელებული ინფორმაციით, საუ...

  • 22:05

    ტერაქტი ბარსელონაში - დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავ...

    ბარსელონაში ტერაქტი მოხდა. ხალხმრავალ ადგილას, იქ, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ტურისტი გადაადგილდება, მიკროავტობუსი საფეხმავლო ზონაში შევარდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.თავდასხმას 13 ადამიან...

  • 17:29

    საუდის არაბეთის 26 წლის პრინცი გარდაიცვალა ...

        საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი 26 წლის პრინს სალმა ბენის  გარდაცვალებას იუწყება . სამეფო ოჯახის არც ერთ წევრს აღნიშნულზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია,თუმცა უცხოური გამოცემების...

  • 18:03

    ამერიკის ერთ-ერთმა შტატმა 4 აგვისტო ბარაკ ობამას ...

       შტატ ილინოისის მოსახლეობა 2018 წლის 4 აგვისტოს  ბარაკ ობამას დღეობას აღნიშნავს, ვინაიდან  სწორედ 4 აგვისტოს აქვს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე. ინფორმაციას NBC Chicago&nbs...

  • 14:20

    დუბაიში ცათამბჯენი იწვის...

         დუბაიში 79-სართულიანი ცათამბჯენი იწვის. შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიდინარეობს. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.340-მეტრიანი ცათამბჯენი მსოფლიოშ...

  • 00:01

    "Great job!" - ასე ეხმაურება ჯონ მაკკეინი მაიკ პე...

    "Great job! " - ასე ეხმაურება სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს.   „ტვიტერში“ მაკკეინი Bloomberg-ის სტატიას აზიარებს, სადაც სა...