1 1 : 3 0
 | 

მსოფლიო

„სტარტაპერის“ ფარგლებში სტარტაპები უკვე 2 მილიონი ლარით დაფინანსდნენ

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“  5 თვის შედეგებს აჯამებს.  პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 50-მა სტარტაპერმა ისარგებლა და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად  2 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გაიცა.

 

პროგრამაში  მონაწილე სტარტაპები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ, მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და სხვა.

 

სტარტაპსესხის გარდა, პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შეიქმნა საბანკო პროდუქტების პაკეტი, სტარტაპ-ენერჯი ბარათი („სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა“ და თიბისი ბანკის ერთობლივი ბარათი, რომელიც საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს) და სტარტაპლიზინგი. დამწყებ ბიზნესებს ამ  პროდუქტებზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.

 

5 თვის განმავლობაში „სტარტაპერის“ საბანკო პროდუქტების პაკეტით უკვე 6 000-მდე სტარტაპკომპანიამ ისარგებლა. სტარტაპ-ენერჯი ბარათით კი 200-მდე სტარტაპერმა. 

 

დიდ ინტერესს იწვევს სტარტაპერების მხირდან პროგრამის არაფინანსური აქტივობებიც. პროგრამის დაწყებიდან დღემდე სპეციალურად სტარტაპერებისთვის დანერგილი ტრენინგებისა და მასტერკლასების კურსს, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უძღვებიან, უკვე 300-მდე სტარტაპერი დაესწრო, რაც მათ ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარათ.

 

პროგრამის კიდევ ერთი არაფინანსური  ნაწილი სტარატაპერების მედიამხარდაჭერა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის მედიაპარტნიორმა  ვებგვერდებმა: Ambebi.ge, Bpn.ge, Marketer.ge, News.ge და გადაცემა „საქმიანი დილის“ რუბრიკა „სტარტაპერმა “4 თვის განმავლობაში უკვე 170 სტარტაპკომპანია და მათ დამფუძნებლები გააცნეს საზოგადოებას და მათზე სტატიები, ინტერვიუები და რეპორტაჟები მოამზადეს.

 

პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის სიახლეები მუდმივად ინერგება და უახლოეს მომავალში არაერთი ინიციატივისა  და პროექტის განხორციელება იგეგმება.

 

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე  -  www.startuperi.ge


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:49

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა...

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. ძალოვანებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც კამბრილსის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რამდენიმე ეჭვმიტანილი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ისინი ბა...

  • 22:28

    ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებული დააკავეს ...

    პოლიციამ დაადგინა მანქანის მძღოლის ვინაობა, რომელიც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ესპანური გამოცემა El País სამოქალაქო გვარდიაზე დაყრდნობით იუწყება.გავრცელებული ინფორმაციით, საუ...

  • 22:05

    ტერაქტი ბარსელონაში - დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავ...

    ბარსელონაში ტერაქტი მოხდა. ხალხმრავალ ადგილას, იქ, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ტურისტი გადაადგილდება, მიკროავტობუსი საფეხმავლო ზონაში შევარდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.თავდასხმას 13 ადამიან...

  • 17:29

    საუდის არაბეთის 26 წლის პრინცი გარდაიცვალა ...

        საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი 26 წლის პრინს სალმა ბენის  გარდაცვალებას იუწყება . სამეფო ოჯახის არც ერთ წევრს აღნიშნულზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია,თუმცა უცხოური გამოცემების...

  • 18:03

    ამერიკის ერთ-ერთმა შტატმა 4 აგვისტო ბარაკ ობამას ...

       შტატ ილინოისის მოსახლეობა 2018 წლის 4 აგვისტოს  ბარაკ ობამას დღეობას აღნიშნავს, ვინაიდან  სწორედ 4 აგვისტოს აქვს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე. ინფორმაციას NBC Chicago&nbs...

  • 14:20

    დუბაიში ცათამბჯენი იწვის...

         დუბაიში 79-სართულიანი ცათამბჯენი იწვის. შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიდინარეობს. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.340-მეტრიანი ცათამბჯენი მსოფლიოშ...

  • 00:01

    "Great job!" - ასე ეხმაურება ჯონ მაკკეინი მაიკ პე...

    "Great job! " - ასე ეხმაურება სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს.   „ტვიტერში“ მაკკეინი Bloomberg-ის სტატიას აზიარებს, სადაც სა...