2 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აბასთუმნის ობსერვატორიამ ბიზნესდაჯილდოების მონაწილებს უმასპინძლა

თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ ფარგლებში, აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, ჯეოსელმა ნომინაციის „წლის ინოვაციური ბიზნესი“ პრეზენტაცია გამართა.  პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული კომპანიები წარუდგინეს.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, თბილისს გარეთ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამეცნიერო კვლევების და აღმოჩენების ადგილას იმ წამოწყებებისა და გამოგონებების თავმოყრა, რომლებიც ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნომინაცია „წლის ინოვაციური ბიზნესი“  გულისხმობს როგორც ტექნოლოგიურ, ასევე ბიზნეს პროცესების ინოვაციურ მიდგომას. ამიტომ, წარმოდგენილი კომპანიები გამოირჩევიან თემების მრავალფეროვნებით. აბასთუმნის პრეზენტაციზე ყველა მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება წარედგინა თავისი ბიზნესი,  გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება და  გაეცნოთ საზოგადოებისთვის თავიანთი მიღწევები და გეგმები.

პრეზენტაციის დასაწყისში ბიზნესდაჯილდოების პროექტისა და კერძოდ, ნომინაციის: „წლის ინოვაციური ბიზნესის“ შესახებ ისაუბრეს ჯეოსელის ბიზნეს მიმართულების დირექტორმა, მალხაზ ჟორჟიკაშვილმა და თიბისი ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილემ  ნიკა ქურდიანმა. 

 

ბიზნესდაჯილდოებას თიბისი ბანკი და ჯეოსელი წარმოგიდგენთ, პროექტის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში  ახალი ბიზნესების შექმნას  და  მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება. ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები  სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ  საქართველოს გაუზიარონ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...