0 4 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საწოლს მიჯაჭვული ნესტიან ოთახში...

ადამიანების დახმარება, განსაკუთრებით მათი, ვისაც არ ვიცნობთ, ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია. სიკეთის კეთება ეს ნამდვილი სიყვარულის გამოვლენაა უფლის მიმართ. ეს გვეხმარება ჩვენ რომ ადამიანები გვერქვას!

81 წლის ქეთო სუხაშვილი დამოუკიდებლად უკვე წლებია ვერ გადაადგილდება, ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომაც უჭირს, და მთელი დღე ტკივილისგან იტანჯება. გულის სერიოზული პრობლემების გარდა ბებია ქეთოს სხვა მძიმე დაავადებებიც აქვს გადატანილი.

მისი ოჯახი სოციალურად დაუცველტა კატეგორიას ეკუთვნის, მიზურული პენსია წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნის, საკვები კი უფასო სასადილოდან იღებს.

მის მდგომარეობას ის ფაქტორიც ართულებს, რომ ბებია ქეთო უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს, სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ ქეთო სუხაშვილი გაუსაძლის ვითარებაში ცხოვრობს. კერძოდ, ძველი, სანახევროდ დანგრეული სახლის სათავსოში, საშინელ ანტისანიტარიაში, ელემენტარული ადამიანური პირობების გარეშე. ზამთარში იქ ძალიან ცივა, წვიმის დროს ნახევარად შემინული ფანჯრიდან წყალი ოთახში თქეშით შემოდის, კედლებზე ნესტისგან ობი გაჩნდა.

ჩვენი ფონდი ბებია ქეთოს ეხმარება მედიკამენტებით,  პამპერსებით,  საკვებით– ეს მისთვის დიდი შვებაა. სამწუხაროდ, ამ საცოდავი ქალბატონის  ყველა პრობლემის მოგვარება ჩვენ არ გვძალუძს. ამიტომ, ამ საქმეში საზოგადოების მონაწილეობას  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ მისი უმძიმესი მდგომარეობა და გაუწიოთ   შეძლებისდაგვარი ჰუმანიტარული დახმარება ჰიგიენური საშუალებების, თეთრეულის, გამათბობელის და პროდუქტების სახით. თუმცა, ყველაზე მეტად ქეთო სუხაშვილს ესაჭიროება საწოლი, რადგან არსებული დაიჟანგა და იმდენად მოირყა, რომ საცოდავ ქალს გადაბრუნების ეშინია, ვაი თუ მთლად დაიშალოსო.

იქნებ თქვენს შორის არის ადამიანი, ვინც აჩუქებს მას ნორმალურ საწოლს?! თქვენ ვერ წარმოიდგენთ თუ როგორ გაახარებთ ქეთო ბებიას!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ქეთო სუხაშვილს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქეთი სუხაშვილი) ან პირდაპირ ვებგვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/205-sheyiladze/

დაეხმარეთ გაჭირვებულს, აკეთეთ სიკეთე, ეს გადაარჩენს სამყაროს და რაც მთავარიაადამიანის სოცოცხლეს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...