2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ემზარ კვიციანი ვანო ჯავახიშვილის მკვლელობას აანონსებს“

ჩამოტვირთვა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი, რუსთავი2-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ შოუს წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის, მკვლელობას აანონსებს.

დეპუტატმა სკანდალური ინფორმაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა გავლენიანი პირის დაგეგმილია. დეპუტატ ემზარ კვიციანის გაღიზიანებას ვანო ჯავახიშვილი მის ბოლო გადაცემას უკავშირებს, სადაც წამყვანის მონოლოგის დიდი ნაწილი პატრიოტთა ალიანსის რუსეთში შეხვედრებს დაეთმო.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, პარლამენტის წევრის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ნიკა გვარამია ძალოვან უწყებებს რეაგირებას სთხოვს.

დღეს ემზარ კვიციანი მედიასთან არ გამოჩენილა. კომენტარს არც პატრიოტთაალიანსის სხვა წევრები აკეთებენ.

რა რეაგირება მოჰყვება დეპუტატის მუქარას ვანო ჯავახიშვილის წინააღმდეგ, ჯერ უცნობია. შსს-სა და პროკურატურაში ამ თემაზე განმარტებები არ კეთდება.

პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ეს არ არის მუქარის შემცველი ერთადერთი განცხადება. ამავე პარტიის წევრი, კონსტანტინე მორგოშია, ე.წ. ქართველთა მარშის იმ ორგანიზატორებს შორის იყო, რომლებმაც გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს, თათია დოლიძეს, მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო გაუპატიურებით დაემუქრნენ.


http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები