0 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის დასასვენებელი კურორტი"

ჩამოტვირთვა

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ახალი ქალაქთმშენებლობითი გეგმა თანამედროვე ხედვებსა და მიდგომებს ითვალისწინებს, რაც კურორტის სწორი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოდის დღეს მთავრობაზე, რაც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. გეგმა განსაზღვრავს ბახმაროს კანონზომიერ განვითარებას ყველა იმ კომპონენტით, რაც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის დასასვენებელი კურორტი მცირე პერიოდით, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ბახმარო იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები